აშშ-ის კაპიტოლიუმის პოლიცია, შენობაში გარკვეული პირების შესაძლო შეჭრის შესახებ მიღებული ინფორმაციის გამო, უსაფრთხოების ზომებს აძლიერებს

აშშ-ის კაპიტოლიუმის შენობაში უსაფრთხოების ზომები გააძლიერეს, რისი მიზეზიც შენობაში გარკვეული დაჯგუფების მიერ შესაძლო შეჭრის გეგმასთან დაკავშირებული ინფორმაციაა, - ამის შესახებ BBC-ი იუწყება.

აშშ-ის კაპიტოლიუმის პოლიციაში აცხადებენ, რომ „მზად არიან ნებისმიერი საფრთხისთვის, რაც, შესაძლოა, კონგრესის წევრებს დაემუქროთ“.

პოლიციის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ინფორმაციას ძალიან სერიოზულად აფასებენ, თუმცა მისი სენსიტიურობიდან გამომდინარე დამატებითი დეტალების გასაჯაროვებისგან თავს იკავებენ.

ინფორმაციის მიღების შემდეგ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ხუთშაბათის სხდომა გააუქმა, თუმცა, სენატის წევრები კი დღეს შეკრებას და ჯო ბაიდენის მიერ შეთავაზებული 1.9 ტრილიონი აშშ დოლარის მოცულობის დახმარების გეგმაზე დებატების გაგრძელებას მაინც აპირებენ.

BBC-ი წერს, რომ ე.წ. Qanon-ის შეთქმულების თეორიის მიმდევრები თვლიან, რომ დღეს დონალდ ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნების დღეა. მათი ეს წარმოდგენა უკავშირდება იმას, რომ კონსტიტუციის მე –20 შესწორების მიღებამდე აშშ-ის ახლადარჩეული პრეზიდენტები მოვალეობის შესრულებას 4 მარტს იწყებდნენ.

შეგახსენებთ, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში 6 იანვარს შეიჭრნენ, რასაც 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა