„მრავალეროვანი საქართველო“ პარლამენტის სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადებულ საარჩევნო ცვლილებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

„მრავალეროვანი საქართველო“ საქართველოს პარლამენტის სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადებულ საარჩევნო ცვლილებათა შესახებ განცხადებას ავრცელებს.

საერთო-სამოქალაქო მოძრაობის შეფასებით, პოლიტიკური პარტიებისთვის შეზღუდვების შემოღება საფრთხეს უქმნის პოლიტიკურ სტაბილურობას და არ უწყობს ხელს პოლიტიკური პარტიების სათანადოდ წარმოდგენას საარჩევნო კომისიებში.

„მრავალეროვანი საქართველო“ მოუწოდებს ხელისუფლებას, განაგრძოს მუშაობა კანონპროექტის გასაუმჯობესებლად და დასახვეწად.

საერთო-სამოქალაქო მოძრაობა ასევე ყველა ბარიერგადალახულ პოლიტიკურ პარტიას მიმართავს, ჩაერთონ საარჩევნო ცვლილებათა საპარლამენტო განხილვებში და აქტიური მონაწილეობა მიიღონ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაში.

„შემუშავებული პროექტით იცვლება საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების წესი. ცესკოსა და საოლქო საარჩევნო კომისიის შემადგენლობები განისაზღვრება 8 პროფესიული და 9 პარტიული წევრით პარიტეტის პრინციპის დაცვით (1 პარტია 1 წევრი);

იცვლება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების ჩასატარებლად არსებული საარჩევნო ფორმულა და მცირდება საარჩევნო ბარიერი; ინერგება ამომრჩეველთა ელექტრონული რეგისტრატორებისა და საარჩევნო ბიულეტენების ელექტრონული მთვლელების, საარჩევნო უბნების ნაწილში გამოყენება. ასევე განხორციელდება სხვა საარჩევნო ცვლილებები.

შემუშავებულ საარჩევნო ცვლილებათა პროექტში ასახულია “მრავალეროვანი საქართველოს” რეკომენდაციებიც, რაც დადებით შეფასებას იმსახურებს. აღნიშნული რეკომენდაციები შეეხება: საჩივრების წარდგენისა და მათი განხილვის ვადების გაზრდას; საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების შერჩევის ვადების გაზრდას; შემაჯამებელი ოქმების შესწორების ოქმების შედგენის პრობლემური ჩანაწერის გაუქმებას; საჩივრების ფორმალური საფუძვლით განუხილველად დატოვების პრევენციის მიზნით წარდგენილ რეკომენდაციას.

შემუშავებულ პროექტში გაუთვალისწინებელ სხვა საკითხებთან ერთად, ორგანიზაციისთვის პრინციპულ საკითხად რჩება საარჩევნო კომისიების დაკომპლექტება. კერძოდ, შემოთავაზებული პროექტის მიხედვით, პოლიტიკური პარტიის უფლება, ჰყავდეს საარჩევნო კომისიაში საკუთარი წევრი, დაკავშირებულია აღნიშნული პოლიტიკური პარტიის არჩევნებში მონაწილეობასთან, მის მიერ სახელმწიფო დაფინანსების მიღებასა და პარტიის სულ მცირე ერთი წევრის მიერ საპარლამენტო უფლებამოსილების განხორციელებასთან. შესაბამისად, იმ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც არ სარგებლობენ საპარლამენტო მანდატებით, არ ეძლევათ შესაძლებლობა ჰყავდეთ საარჩევნო კომისიის წევრები ცენტრალურ და საოლქო საარჩევნო კომისიებში. ასევე, არ ეძლევათ შესაძლებლობა ისარგებლონ კომისიაში დაფინანსებული წარმომადგენლის უფლებით.

მიგვაჩნია, რომ პოლიტიკური პარტიებისთვის მსგავსი შეზღუდვების შემოღება საფრთხეს უქმნის პოლიტიკურ სტაბილურობას და არ უწყობს ხელს პოლიტიკური პარტიების სათანადოდ წარმოდგენას საარჩევნო კომისიებში. ცესკოსა და საოლქო საარჩევნო კომისიებში საკუთარი წევრის ყოლის უფლება უნდა ჰქონდეს პოლიტიკურ პარტიას, თუ იგი დამოუკიდებლად მონაწილეობდა ბოლო საპარლამენტო არჩევნებში და მისი წარდგენით, პროპორციული წესით არჩეულ იქნა პარლამენტის წევრი. შესაბამისად, პოლიტიკური პარტიის მიერ საარჩევნო კომისიაში წევრის ყოლის უფლება პარტიის მიერ საპარლამენტო უფლებამოსილების განხორციელებასთან არ უნდა იყოს დაკავშირებული. ასევე, უნდა შენარჩუნდეს საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების შერეული მოდელი საუბნო საარჩევნო კომისიების დონეზეც და პოლიტიკურ პარტიებს წევრის დანიშვნის უფლება უნდა ჰქონდეთ.

გარდა ამისა, ყველა პარტია, რომელიც დამოუკიდებლად მონაწილეობდა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში და მოიპოვა პარლამენტის წევრის მანდატი, უფლებამოსილი უნდა იყოს ჰყავდეს დაფინანსებული წარმომადგენელი ყველა დონის საარჩევნო კომისიაში.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე: მოვუწოდებთ ხელისუფლებას, განაგრძოს მუშაობა კანონპროექტის გასაუმჯობესებლად და დასახვეწად; მოვუწოდებთ ყველა ბარიერგადალახულ პოლიტიკურ პარტიას, ჩაერთონ საარჩევნო ცვლილებათა საპარლამენტო განხილვებში და აქტიური მონაწილეობა მიიღონ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაში“,-აღნიშნულია „მრავალეროვანი საქართველოს“ განცხადებაში.

დავით სიხარულიძე - ქართულ-ამერიკული თანამშრომლობა ყოველთვის იყო დაფუძნებული ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ თანამშრომლობაზე, აშშ-ს მდივნის ვიზიტიც ამის მკაფიო დემონსტრირება გახლდათ
ქართული პრესის მიმოხილვა 20.10.2021
იოსებ ბარათაშვილი - სააკაშვილის პატიმრობაში ყოფნა საქართველოს  ხელისუფლებას საკმაოდ  რთული პრობლემის წინაშე აყენებს
"ავერსსა" და "კავკასიის უნივერსიტეტს" შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ინვესტიცია გუდაურის ოპერირებად სასტუმროში
აზიის განვითარების ბანკმა საქართველოში საცხოვრებელი სახლების პროექტების მდგრადი განვითარებისთვის $10 მილიონიანი სესხი დაამტკიცა
კახა ოქრიაშვილი „ქართული ოცნების“ საარჩევნო კლიპთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
„დაჭრილ მებრძოლთა მხარდაჭერის ფონდი“ ვეტერანებს ვეტერანის დღეს ულოცავს