პეტრიაშვილის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო

მთაწმინდის რაიონში, ვ. პეტრიაშვილის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, სამუშაოების ფარგლებში, 4 500 კვ.მ ფართობზე დაიგება ორფენიანი ასფალტი, მოეწყობა ბორდიური, ტროტუარი და სანიაღვრე ქსელი.

ამ ეტაპზე, მიმდინარეობს არსებული საფარის დემონტაჟი. სამუშაოები კი, მარტის შუა რიცხვებში დასრულდება. ქუჩის კეთილმოწყობის პროცესს მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე გაეცნო.

„ჩვენთვის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაა, რომელიც მთაწმინდის რაიონში აქტიურად მიმდინარეობს. აღნიშნულ ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურა ამორტიზებული იყო. პროექტის დასრულების შემდეგ კი, ადგილობრივი მოსახლეობა უფრო კომფორტულად შეძლებს გადაადგილებას“, - განაცხადა დავით კირკიტაძემ.

საგზაო სამუშაოებისთვის მთაწმინდის გამგეობის ბიუჯეტიდან დაახლოებით 500 000 ლარი დაიხარჯება. ინფრასტრუქტურულ პროექტს კომპანია „პარმა“ ასრულებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა