პარლამენტის გენდერული თანასწორობისა და ბავშვის უფლებათა დაცვის საბჭოები - შემზარავია ბავშვებზე ნებისმიერი ფორმის, მათ შორის, სექსუალური ხასიათის, ძალადობა

საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობისა და ბავშვის უფლებათა დაცვის საბჭო ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოსა და ბავშვის უფლებათა დაცვის საბჭოს წევრები ვგმობთ 13 წლის ბავშვის მიმართ ჩადენილ ძალადობის ფაქტს. შემზარავია ბავშვებზე ნებისმიერი ფორმის, მათ შორის - სექსუალური ხასიათის, ძალადობა. არსებული სიტუაციიდან გამომდინარე:

„1. მოვუწოდებთ ყველა შესაბამის უწყებას, დროულად მოახდინონ რეაგირება და კანონის მთელი სიმკაცრით პასუხისგებაში მისცენ ყველა შესაბამისი პირი. აღსანიშნავია, რომ მომხდარ ფაქტზე შსს-ის მიერ უკვე დაკავებულია 50 წლამდე ასაკის მამაკაცი.

2. მოვუწოდებთ ყველა შესაბამის უწყებას, არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, დროულად იქნას გატარებული ყველა საჭირო ღონისძიება, ბავშვის ფიზიკური და ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის დასაცავად.

3.არსებითად მნიშვნელოვანია, რომ არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებული ნებისმიერი სახის ძალადობა თითოეულ შემთხვევაში სწრაფად და ეფექტურად იქნას გამოძიებული და ყველა პასუხისმგებელი პირი უმკაცრესად დასჯილი.

4. ჩვენი მხრიდან, გამოვთქვამთ სრულ მზაობას, ინტენსიურად განვაგრძოთ მუშაობა ძალადობის პრევენციისა და კანონმდებლობის შემდგომი გაუმჯობესების მიმართულებით, ვინაიდან აღნიშნულმა ფაქტმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა არსებულ მნიშვნელოვან გამოწვევებს, რომელთა საპასუხოდაც სახელმწიფოს ჯერ კიდევ უამრავი აქვს გასაკეთებელი.

5. ამასთან, მოვუწოდებთ მედიასაშუალებებს, სექსუალური ძალადობის და განსაკუთრებით არასრულწლოვნების მიმართ განხორციელებული ფაქტების გაშუქების პროცესში იხელმძღვანელონ მსხვერპლის, ამ შემთხვევაში არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით“, - ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.

მეთიუ ბრაიზა - მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებამ კრიზისული სიტუაცია კიდევ უფრო გაამძაფრა, მაგრამ ყოფილი პრეზიდენტის დაკავება არ იყო ჭკვიანური პოლიტიკური ნაბიჯი
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2021
რამაზ საყვარელიძე - თუ მრავალპარტიულობა ხელოვნურია, საარჩევნო დონეზე შესაძლოა მას ჰქონდეს შედეგი, მაგრამ რეალური მრავალპარტიულობა მაინც არ გვექნება და გადაწყვეტილებების მიმღები ერთი პარტია იქნება
კოლიერსის საოფისე სერვისების პოსტპანდემიური ტრანსფორმაცია
ევროპის საინვესტიციო ბანკმა ტერაბანკს გრძელვადიანი საკრედიტო რესურსი გამოუყო
LEXUS-ი წარმოგიდგენთ უახლეს ფლაგმან მოდელს LX 600
ჩაირთე „სილქფესტი“ და ისარგებლე ულიმიტო ინტერნეტით და სასაუბრო წუთებით უსასრულოდ, მთელი თვის განმავლობაში
„მიჰაუსში“ გრანდიოზული ფასდაკლება დაიწყო
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და „ჯი ეს ემ ტრანსმა“ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს