ოკუპირებულ სოხუმში დე ფაქტო პრეზიდენტის ყოფილი თანაშემწე ახრა ავიძბა დააკავეს

ოკუპირებულ სოხუმში დე ფაქტო პრეზიდენტის ყოფილი თანაშემწე ახრა ავიძბა დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან, სადაც დაკავებული გადაიყვანეს, გვიან ღამით ახრა ავიძბას ახლობლები და ნათესავები შეიკრიბნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, ახრა ავიძბას სახლთან, სადაც ჩხრეკა მიმდინარეობს, უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლები იმყოფებიან. ე.წ. „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს“ კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

აღსანიშნავია, რომ ავიძბამ 4 მარტს სოციალური ქსელით გაავრცელა ინფორმაცია, რომ 2 მარტს აფხაზეთში გაიმართა ახალი გაერთიანების „ახალი ადამიანების“ დამფუძნებელი კრება, რომელიც, მისი თქმით, „სერიოზული პოლიტიკურ-საზოგადოებრივი რესურსი” ”უნდა გახდეს და რომლის რეგისტრაციისთვის „იუსტიციის სამინისტროს“ მიმართა.

ამასთან, 2 მარტს ავიძბა მონაწილეობდა საპროტესტო აქციაში, რომელიც ბიზნესმენ ბენურ კვირაიას სკანდალურ ვიდეოსთან დაკავშირებით გაიმართა. აღსანიშნავია, რომ იანვრის ბოლოს უკრაინის უშიშროების სამსახურმა ახრა ავიძბაზე ძებნა გამოაცხადა. უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთის მოქალაქე ახრა ავიძბამ (მეტსახელად "აფხაზი") 2014 წელს დააფუძნა და დიდი ხნის განმავლობაში ხელმძღვანელობდა უკანონო შეიარაღებულ დაჯგუფებას „პიატნაშკას“.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!