2285 სკოლიდან დისტანციურ სწავლებაზე 17 სკოლაა გადასული

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილის ეკატერინე დგებუაძის ინფორმაციით, 2285 სკოლიდან დისტანციურ სწავლებაზე 17 სკოლაა გადასული.

ეკატერინე დგებუაძის თქმით, ინფიცირების მაჩვენებელი მოსწავლეთა საერთო რაოდენობიდან 0,01 პროცენტს შეადგენს, მასწავლებლებისა და სკოლის მოსწავლეთა საერთო რაოდენობიდან კი 0.1%-ს.

„ჩვენ შევქმენით სკოლებში მონიტორინგის მექანიზმი, რომელიც ჩაშენდა ჩვენს ელექტრონულ პორტალზე. ბრძანებით დაევალა საგანმანათლებლო რესურს ცენტრებს მონიტორინგში მონაწილეობა და ყოველდღიურად მუნიციპალურ დონეზე მიმდინარეობს მონიტორინგის პროცესი. ამაში ჩართულია განათლების სამინისტროს შესაბამისი სამმართველო, ასევე ზოგადი განათლების დეპარტამენტი ყოველ კვირის ბოლოს ამუშავებს ამ მონაცემებს და ჩვენ რეკომენდაციის სახით ვუბრუნებთ სკოლებს, რა გამოწვევების წინაშე იდგა სკოლა და რა ხარვეზები არსებობს, რომელიც სკოლამ უნდა გამოასწოროს.

მოსწავლეების საერთო რაოდენობის 0,01 პროცენტი არის ინფიცირებული დღევანდელი მონაცემებით, მასწავლებლები და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები - 0.1%, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, 17 სკოლა არის გადასული დისტანციურ სწავლებაზე 2285 სკოლიდან და 145 საკლასო ოთახი.

აქვე მინდა განვმარტო, რომ განათლების სამინისტრო არ იღებს გადაწყვეტილებას სკოლა ან საკლასო ოთახი გადავა დისტანციურ სწავლებაზე თუ არა, ამას ადგენს ადგილობრივი ჯანდაცვის ცენტრები და სწორედ მათი რეკომენდაციის საფუძველზე ხდება საკლასო ოთახის, კლასის თუ სკოლის დისტანციურ რეჟიმზე გადასვლა“, - აღნიშნა ეკატერინე დგებუაძემ.

მინისტრის განცხადებით, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, საგნის დისტანციურ რეჟიმში გადატანის მოთხოვნა სკოლის 69 პედაგოგმა შეიტანა.

„69 მასწავლებელმა მიიტანა განაცხადი სკოლაში, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე იმყოფებიან რისკ ჯგუფში და მათი საგანი გადავიდა დისტანციური სწავლების ფორმატზე“, - განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა