ვახტანგ გომელაური - პირველ რიგში, მე მხარს დავუჭერდი, რომ უფრო მეტად და მეტად მკაცრი იყოს სასჯელი ნარკორეალიზატორებისთვის

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, „მინისტრის საათის" ფორმატში მოხსენების შემდეგ, დეპუტატების დასმულ კითხვებს უპასუხა. როგორც ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, შინაგან საქმეთა სამინისტრო საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით აქტიურად არის ჩართული ნარკორეალიზატორებთან ბრძოლაში.

„ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით ჩვენ ვთანამშრომლობთ საერთაშორისო კოლეგებთან - FBI-სთან, DEA-სთან, ევროპოლთან, ინტერპოლთან და მათთან ერთად ბევრი დიდი ღონისძიება გვაქვს ჩატარებული. არა მარტო გასული წლის, არამედ გასული წლების განმავლობაში ძალიან დიდი ოდენობით თხევადი ნარკოტიკის ამოღებით დაწყებული და თუნდაც ეს - 40 კილოგრამი ჰეროინის ამოღების თემაც, ეს ღონისძიება საერთაშორისო ჩართულობით გავაკეთეთ და ძალიან მჭიდრო კავშირი გვაქვს.

რაც შეეხება ნარკორეალიზატორების საკითხს, ძალიან ბევრი კითხვა წამოვიდა ამ მიმართულებით და მართლაც, რთული თემაა. ბატონმა ფრიდონმაც იკითხა, იგივე ფონიჭალის შესახებ. თითქმის კვირა ისე არ გადის, საპოლიციო ღონისძიება არ ჩავატაროთ, რა თქმა უნდა, ამას ვაშუქებთ. ტარდება პოლიციური ღონისძიებები, ზუსტად მაგ მიმართულებით, ქვემო ქართლის მიმართულებით და ხდება ძალიან ბევრი ადამიანის დაკავება.

შეიძლება კიდევ უფრო გამკაცრდეს და რა თქმა უნდა, მე მხარს დავუჭერდი, პირველ რიგში, რომ უფრო მეტად და მეტად მკაცრი იყოს სასჯელი ზუსტად ნარკორეალიზატორებისთვის", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა