„ჯივიპი“ 9 მარტს ღრმაღელე-სამგორის წყალგამტარ გვირაბზე ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს

ხვალ, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაური“ ღრმაღელე-სამგორის წყალგამტარ გვირაბზე, წყალმომარაგების სტაბილურობის მიზნით, აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანიის პრესსამსახურიდან აცნობეს, ტექნიკური სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში აუცილებელი იქნება მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ზოგიერთ რაიონში წყალმომარაგება შეიზღუდება.

„წყალგამტარი გვირაბი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ობიექტია, რომლის საშუალებითაც 40 000-ზე მეტ აბონენტს მაღალი ხარისხის სასმელი წყალი უწყვეტ რეჟიმში მიეწოდება.

9 მარტს წყალგამტარ გვირაბზე დაგეგმილ სამუშაოების ფარგლებში ორი მაგისტრალური წყალსადენის ერთმანეთთან დაკავშირება მოხდება. დამონტაჟდება ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები და საკვანძო ჭები, რაც კომპანიას წყლის ნაკადების ეფექტურად მართვის საშუალებას მისცემს.

ჩატარებული სამუშაოების შედეგად ისნის, ნაძალადევის და ჩუღურეთის რაიონებს წყალმომარაგების ალტერნატიული შესაძლებლობა ექნება, რაც მინიმუმადე შეამცირებს ტექნიკური სამუშაობის დროს აღნიშნულ რაიონებში წყალმომარაგების შეზღუდვას.

ტექნიკური სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში აუცილებელი იქნება მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 9 მარტს, ღამის 23:00 საათიდან 11 მარტის დილის 11:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ისნის რაიონში:

ვაზისუბნის დასახლებას და მიკრორაიონებს, სულაქველიძის და მიმდებარე ქუჩებს. ქეთევან დედოფლის გამზ. N78-ს, ნავთლუღის I დასახლების ქუჩებს, კიკეთის, სამრეკლოს, მესხიშვილის, ავლაბრის, II შორაპნის, აწყურის, მესხეთის და მიმდებარე ქუჩებს.

ჩუღურეთის რიონში:

9 ძმის, ცაიშის, ნორიოს, ჩეჩელაშვილის, დავითაშვილის, სალიების, პ.სააკაძის, გუმათის, მეუნარგიას, გედევანიშვილის, ჯორჯაძის, ხუდადოვის და მიმდებარე ქუჩებს, ივერთუბნის დასახლებას.

ნაძალადევის რაიონში:

გეგუთის, კურსების, ლოტკინის მთის, ზაქარაიას, ბეჟანიშვილის, ბენდელიანის, ასკურავას, ურიდიას, ღრმაღელის, ილურიძის, დიდი ჯიხაიშის, ზედაზენის, ტიბაანის, მუხრანის და მიმდებარე ქუჩებს. სანზონის დასახლების ნაწილს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, „ფეისბუქისა“ და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge“,-აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა