გედევან ფოფხაძე ირაკლი ღარიბაშვილზე - კაცი, რომელიც ბერასგან შეკვეთებს იღებს, პოლიტიკაში როგორ იმოქმედოს, ის ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების მხარე როგორ უნდა იყოს?!

ყოფილი დეპუტატის გედევან ფოფხაძის განცხადებით, ტელეკომპანია „პირველის“ მიერ გავრცელებულმა ფარულმა ჩანაწერებმა არსებულ პოლიტიკურ მოცემულობაში მორალური კლიმატი შეცვალა, რაც მისი შეფასებით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებზეც აისახება.

გედევან ფოფხაძის თქმით, წარმოუდგენელია, როგორ უნდა იყოს მოლაპარაკებების პროცესში ირაკლი ღარიბაშვილი მხარე, რომელიც „ბერა ივანიშვილისგან შეკვეთებს იღებს, პოლიტიკაში როგორ იმოქმედოს“.

„ცალსახაა, რომ ჩანაწერებმა არსებულ პოლიტიკურ მოცემულობაში გარკვეული მორალური კლიმატი შეცვალა, ამიტომ, ეს მოლაპარაკებებზეც აისახება. ვინმეს ეს მოსწონს თუ არა, რეალობაა, რადგან იქითა მხარე არ წარმოადგენს პოლიტიკურ სუბიექტს, არ არის პოლიტიკური მხარე, არამედ არის ტერორისტული ორგანიზაცია, რომელსაც მძევლად ჰყავს საზოგადოება აყვანილი და ძალის ენით ელაპარაკება. ამიტომ, მოლაპარაკებების პროცესში ამ რეალობის არგათვალისწინება სწორი არ იქნება. მოლაპარაკეები, რა თქმა უნდა, უნდა გაგრძელდეს, მაგრამ ამ გარემოების გათვალისწინებით, მგონია, რომ ირაკლი ღარიბაშვილის ყოფნა მოლაპარაკებების მაგიდასთან, მოლაპარაკებების პროცესში მეტ-ნაკლებად რაიმე შედეგს გამორიცხავს. გასაგებია, რომ მასაც არ უნდა არანაირი მოლაპარაკება. კაცი, რომელიც ბერასგან შეკვეთებს ღებულობს, პოლიტიკაში როგორ იმოქმედოს და რა უნდა გააკეთოს, ის ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების მხარე როგორ უნდა იყოს?!“,-აცხადებს ფოფხაძემ.

ცნობისთვის, „ტვ პირველის" ინფორმაციით, მათ მოიპოვეს ფარული აუდიო ჩანაწერი, რომლითაც, მათივე მტკიცებით, მომღერალი ბერა ივანიშვილი, სავარაუდოდ, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ამჟამინდელ ხელმძღვანელს ანზორ ჩუბინიძეს იმ ახალგაზრდების დასჯას სთხოვს, რომელთაც ინტერნეტში ივანიშვილების შეურაცხმყოფელი კომენტარები დაწერეს. ამასთან, ტელეკომპანიის მტკიცებით, ბერა ივანიშვილი ამ საკითხზე ირაკლი ღარიბაშვილთან საუბრობს, რომელიც ამ ქმედებებს იწონებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა