საბა ბუაძე - „ლელოს“ პოზიცია იგივე რჩება, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად მოლაპარაკებებში მონაწილეობას არ ვაპირებთ

„ლელოს“ პოზიცია იგივე რჩება, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად მოლაპარაკებებში მონაწილეობას არ ვაპირებთ, - ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, საბა ბუაძემ ოპოზიციის წევრებს შორის გამართული შეხვედრის დასრულებისას განაცხადა.

როგორც საბა ბუაძე აღნიშნავს, პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის მონაწილეობა საფრთხეს შეუქმნის ოპოზიციასა და ხელისუფლების დიალოგს.

„ლელოს“ პოზიცია იგივე რჩება, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად მოლაპარაკებებში მონაწილეობას არ ვაპირებთ. ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, ღარიბაშვილი, აქამდე ამ მოლაპარაკებებში ისედაც არ მონაწილეობდა, არ მოხდეს ისე, რომ ღარიბაშვილის ფაქტორით მოხდეს მოლაპარაკებებისთვის საფრთხის შექმნა“,-აცხადებს საბა ბუაძე.

ამასთან, საბა ბუაძის განცხადებით, პროკურატურამ „ტვ პირველის“ მიერ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებზე გამოძიება დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს.

„ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ ჩანაწერებთან დაკავშირებით, პროკურატურამ დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს გამოძიება. ზუსტად ამიტომ მივმართეთ პროკურატურას განცხადებით“,-აცხადებს ბუაძე.

ცნობისთვის, "ტვ პირველის" ინფორმაციით, მათ მოიპოვეს ფარული აუდიო ჩანაწერი, რომლითაც, მათივე მტკიცებით, ბერა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად არასასურველი კომენტარების გამო, რამდენიმე პირის, მათ შორის ბავშვის დასჯას უკვეთავს.

„ლელოს“ წევრებმა: კახა კოჟორიძემ, თორნიკე ართქმელაძემ, ლევან სამუშიამ და სხვებმა, გენერალურ პროკურატურაში ოფიციალური განცხადება შეიტანეს და 6 მარტს, „ტვ პირველის“ ეთერში გასულ ფარულ აუდიო ჩანაწერებზე გამოძიების დაწყება მოითხოვეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა