მთავრობის ადმინისტრაციასთან „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების მიერ ორგანიზებული საპროტესტო მსვლელობა დასრულდა

მთავრობის ადმინისტრაციასთან „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია დასრულდა. ადგილზე შეკრებილებმა მთავრობის ადმინისტრაციის შენობის წინ შემდეგი შინაარსის სტიკერები დატოვეს: „ამ სისტემის დედაც!", „თავისუფლება ნიკა მელიას!"

აქციის მონაწილეებმა ადგილზე მყოფ სამართალდამცავებს მიმართეს, სიმართლის და სამართლიანობის მხარეს დადგნენ.

ოპოზიციის მხარდამჭერები „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის, ნიკა მელიას გათავისუფლებას და ვადამდელი არჩევნების დანიშვნას მოითხოვენ. ასევე, ისინი გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებს აპროტესტებენ და მომხდართან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას მოითხოვენ. აქციის მონაწილეებმა დღეს ავტოკოლონებით მსვლელობა ნიკა ნელიას შტაბთან და რამდენიმე ლოკაციაზე გამართეს, შემდეგ კი რესპუბლიკის მოედნიდან მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან გადმოინაცვლეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა