მარტვილის მერი - ეპარქიაში მოაჯირის ჩამონგრევის შედეგად დაშავებულ ჟურნალისტებს სერიოზული ტრავმები არ აქვთ

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის, ალექსანდრე გრიგალავას ინფორმაციით, მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიაში სასულიერო პირებისა და მრევლის შეხვედრაზე აივნის მოაჯირის ჩამონგრევის შედეგად დაშავებულ ჟურნალისტებსა და ოპერატორებს სიცოცხლისთვის სახიფათო ტრავმა არ აღენიშნებათ. ამის შესახებ მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა დაშავებულები პირადად მოინახულა.

„ახლაც ადგილზე ვიმყოფები. სერიოზული ტრავმა არ აქვთ, ყველა გადარჩა, ჯანმრთელად არიან და ალბათ, მალე გაეწერებიან. სიცოცხლისთვის საშიში არაფერი სჭირთ. ერთი რამ ვიცი, რომ მოაჯირი ჩამოტყდა“, - განაცხადა გრიგალავამ.

შეგახსენებთ, რომ მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიაში სასულიერო პირებისა და მრევლის შეხვედრაზე რამდენიმე ჟურნალისტი და ოპერატორი დაშავდა. ადგილზე შეხლა-შემოხლის დროს, ჩამოინგრა აივნის მოაჯირი, რის შედეგადაც მედიის წარმომადგენლები რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდნენ. „ტვ პირველის“ ინფორმაციით, ტრავმა მიიღო მათმა ოპერატორმა, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს, ასევე დაზიანდა მათი ჟურნალისტი. ამასთან, "მთავარის არხის" ინფორმაციით, ინციდენტის დროს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს მათი ტელევიზიის ჟურნალისტს. ასევე, სხვადასხვა დაზიანება მიიღეს „რუსთავი 2-ის“, „ფორმულას“ და „პოსტივის“ წარმომადგენლებმა.

ჭყონდიდის ეპარქიის რეზიდენციაში მეუფე სტეფანესა და სასულიერო პირებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრას ის 2 დიაკონიც ესწრება, რომელსაც მღვდელმოქმედებებში მონაწილეობა აეკრძალა. პარალელურად ჭყონდიდის ეპარქიაში მრევლის ნაწილია შეკრებილი. მათ კითხვები აქვთ ახლად დანიშნულ მიტროპოლიტ სტეფანესთან, რომელმაც ეპარქიის ორ სასულიერო პირს მღვდელმოქმედებებში მონაწილეობა აუკრძალა.

შეგახსენებთ იმასაც, რომ ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა სტეფანემ (კალაიჯიშვილი) ეპარქიის ორ დიაკონს - კონსტანტინე გაბისონიასა და პეტრე ღუდუშაურს მღვდელმოქმედებებში მონაწილეობა აუკრძალა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა