თამარ გაბუნია - ამ კვირაში იქნება დაკვირვება ეპიდემიურ ტენდენციებზე, რაც საშუალებას მოგვცემს ვიმსჯელოთ, რამდენად უსაფრთხოდ გავიარეთ შეზღუდვების შემსუბუქების პირველი ეტაპი

ამ კვირაში იქნება ძალიან მნიშვნელოვანი დაკვირვება ეპიდემიურ ტენდენციებზე, რაც ჩვენ მოგვცემს საშუალებას, ვიმსჯელოთ რამდენად უსაფრთხოდ გავიარეთ შეზღუდვების შემსუბუქების პირველი ეტაპი, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მინისტრის მოადგილემ ასევე ისაუბრა კორონავირუსით ინფიცირებულების სტატისტიკაზე და განაცხადა, რომ დღევანდელი მონაცემებით, კლინიკებში კოვიდინფიცირებული 1383 პაციენტი მკურნალობს.

„დღევანდელი მდგომარეობით, 139 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. სამწუხაროდ, 10 გარდაცვალების შემთხვევა იყო. ზოგადად, ტესტირება დასვენების დღეებში არ ტარდება ბევრი, დაახლოებით, 6000 ტესტი ჩატარდა. ამ კვირაში იქნება ძალიან მნიშვნელოვანი დაკვირვება ეპიდემიურ ტენდენციებზე, რაც ჩვენ მოგვცემს საშუალებას, ვიმსჯელოთ რამდენად უსაფრთხოდ გავიარეთ შეზღუდვების შემსუბუქების პირველი ეტაპი. რაც შეეხება კლინიკებში პაციენტების რაოდენობას, 1383 პაციენტი იმყოფება კოვიდის დიაგნოზით, აქედან 77 არის რეანიმაციურ განყოფილებაში და 278 პაციენტი მკკურნალობს ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში“, - განაცხადა გაბუნიამ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა