ნინო წილოსანი მინისტრებს - რამდენად უსაფრთხოა „ნამახვან ჰესის“ მშენებლობის ეკონომიკური და ფინანსური მოდელი?

ხელშეკრულების რა ნაწილი, რა პირობა გვიქმნის იმის ფიქრის საფუძველს, რომ „ნამახვან ჰესის“ ამ პირობებში და ამ ხელშეკრულებით აშენება იქნება ქვეყნისთვის ენერგოუსაფრთხოების გარანტია? - ამ კითხვით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა მიმართა.

ნინო წილოსანი ენერგოუსაფრთხოებისა და გარემოზე ზემოქმედების საკითხებით, ასევე, კონსენსუსის შესაძლებლობით დაინტერესდა. მისივე შეფასებით, ჰესებთან დაკავშირებულ განცხადებებს მინისტრების მხრიდან კონკრეტული, არგუმენტირებული პასუხები უნდა გაეცეს.

„გასაგებია, ზოგადად ენერგოუსაფრთხოების მნიშვნელობა, თუმცა, ამ კონკრეტული ხელშეკრულების პირობებში, თუ შეგიძლიათ, გვითხრათ, ხელშეკრულების რა ნაწილი, რა პირობა გვიქმნის იმის ფიქრის საფუძველს, რომ ნამახვან ჰესის ამ პირობებში და ამ ხელშეკრულებით აშენება იქნება ქვეყნისთვის ენერგოუსაფრთხოების გარანტია, მათ შორის, ხომ არ გამოიწვევს ის ტარიფის გაზრდას ელექტროენერგიაზე და კონკრეტული დასაბუთება გვინდა, რა არგუმენტი უნდა გვიმყარებდეს ამ მოსაზრებას. ასევე, არაერთი კვლევა, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ რჩევა არის იმასთან დაკავშირებით, რომ გარანტირებული შესყიდვები გარკვეულ რისკებს შეადგენს. შესაბამისად, იყო ნამახვანჰესის პროექტთან დაკავშირებითაც ასეთი მოსაზრებები გამოთქმული და მინდა, თქვენგან მოვისმინოთ, რამდენად უსაფრთხოა როგორც ამ ჰესის მშენებლობის ეკონომიკური და ფინანსური მოდელი და რატომ უნდა ვიყოთ გარანტირებული, რომ ის არ წარმოადგენს ფისკალურ რისკებს?

„ნამახვანის ჰესებში“ მონაწილე წამყვანი ინვესტორი ნორვეგიული კომპანია „ქლინ ენერჯი გრუპი“, იყო პასუხისმგებელი „შუახევ ჰესზე“ მომხდარ ინცინდენტზე, როდესაც ახლადაშენებული ჰესის გვირაბი, გაშვებიდან ორი თვის შემდეგ, რამდენიმე ადგილას ჩამოიშალა, ამიტომ, გვჭირდება კონკრეტული დასაბუთება, რატომ არის ეს კომპანია ჩვენი ნდობის ღირსი და რითი გვაქვს გადაზღვეული ეს პროცესი.

გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშს მხოლოდ სამინისტროს რესურსით ამოწმებთ, თუ გარდა იმ ნაწილისა, რაზეც ისაუბრეთ, რომ იგივე, ტვიშთან მიმართებაში კონკრეტული რისკები იქნა გადაზღვეული, რა გვაძლევს იმის გარანტიას, რომ სოლიდური, გარე ორგანიზაციები იყო ჩართული ან აქ სექტორის წარმომადგენლები, რომლებმაც გადააზღვიეს ეს რისკები და სახელმწიფოსთან ერთად იმუშავეს ამ ყველაფერზე.

თქვენ იყავით იქ ადგილზე, იცნობთ ამ პეტიციებს, ყველა აქ მსხდომი ადამიანის არგუმენტებს და მაინტერესებს თქვენი კონკრეტული მოსაზრებები, სად ხედავთ კონსენსუსის შესაძლებლობას, ანუ, რა მოთხოვნებს აკმაყოფილებთ ამ ეტაპზე და რა რჩება ღია, რომ ჩვენც ნათლად ვიცოდეთ?“, - მიმართა აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრებს.

ცნობისთვის, პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების ერთობლივი სხდომაზე, „ნამახვანი ჰესის“ პროექტთან დაკავშირებით, ნათია თურნავასა და ლევან დავითაშვილს უსმენენ. სხდომას, დეპუტატებთან ერთად ექსპერტები, ენერგეტიკოსები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და „რიონის ხეობის მცველების“ წარმომადგენლები ესწრებიან.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა