ევროპარლამენტმა კატალონიის ყოფილ ლიდერს კარლეს პუჩდემონს იმუნიტეტი მოუხსნა

ევროპარლამენტმა კატალონიელი პოლიტიკოსის, კარლეს პუჩდემონისთვის იმუნიტეტის მოხსნას მხარი დაუჭირა.

როგორც დღეს, ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე გახდა ცნობილი, გადაწყვეტილებას მხარი 400-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა, 248 - წინააღმდეგი წავიდა, 45-მა კი- თავი შეიკავა.

ევროპარლამენტმა იმუნიტეტი კიდევ ორ კატალონიელ პოლიტიკოსს - ანტონი კომინსა და კლარა პონსატისაც მოუხსნა.

კარლეს პუჩდემონს, ანტონი კომინსა და კლარა პონსატის ესპანეთში 2017 წელს კატალონიის დამოუკიდებლობის შესახებ უკანონო რეფერენდუმის ორგანიზებასთან დაკავშირებით აქვთ ბრალდებები წაყენებული. კერძოდ, კარლეს პუჩდემონს რეფერენდუმთან დაკავშირებით ამბოხის წაქეზებასა და სახელმწიფო თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში ედება ბრალი. ანალოგიური ბრალდებები აქვთ წაყენებული ანტონი კომინსა და კლარა პონსატისაც.

„ევრონიუსი“ წერს, რომ ევროპარლამენტის გადაწყვეტილება ესპანეთის ხელისუფლება პუჩდემონისა და მისი მოკავშირეების ბელგიიდან ექსტრადირების პროცესის განახლების შესაძლებლობას აძლევს. ექსტრადირების საკითხზე გადაწყვეტილება ბელგიის სასამართლომ უნდა მიიღოს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა