გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული ზ.ხ.-ს ადვოკატი - ერთადერთი მოლოდინი გვაქვს, ეს იქნება გამამართლებელი განაჩენი - სისხლის სამართლის ამ საქმეზე სხვა ალტერნატივა არ არსებობს

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვნის ზ.ხ.-ს ადვოკატის, გიორგი გელხაურის განცხადებით, დღეს სასამართლო გამამართლებელ განაჩენს გამოიტანს.

გელხაურის თქმით, სასამართლოს სხვა ალტერნატივა არ აქვს.

„ერთადერთი მოლოდინი გვაქვს, ეს იქნება გამამართლებელი განაჩენი, რადგან ამ სისხლის სამართლის საქმეზე სხვა ალტერნატივა არ არსებობს, სხვა მტკიცებულებები არ მეტყველებს სხვა ალტერნატივაზე, რომ არასრულწლოვანი და სხვა ბრალდებულები შეიძლება დამნაშავედ იქნენ ცნობილი",- განაცხადა გელხაურმა.

ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობას არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, ვახტანგ ჩიქოვანს, ზ.ხ-ს და ა.ქ.-ს ედავებიან.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე