ნათია თურნავა - ბევრ კითხვას გაეცა პასუხი - იმედია, რომ სიცხადე შევმატეთ „ნამახვანი ჰესის“ პროექტს

ბევრ კითხვას გაეცა პასუხი. იმედია, რომ სიცხადე შევმატეთ პროექტს,- ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებს პარლამენტში "ნამახვანჰესთან" დაკავშირებული საკომიტეტო მოსმენის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მინისტრის თქმით, ძალაშია 12 მარტს ადგილობრივებთან შეხვედრა და არ გამორიცხავს, რომ ამ შეხვედრაზე მოხდეს ადგილობრივებისთვის გეგმის წარდგენა, რომელშიც მათ შორის ინვესტორის სოციალური პასუხისმგებლობის გაზრდის კომპონენტი იქნება.

„ვფიქრობთ, უახლოეს დღეებში საგნობრივ პაკეტს შევთავაზებთ ადგილობრივ მოსახლეობას, თუ როგორ გავაძლიერებთ ინვესტორის სოციალურ პასუხისმგებლობას, როგორ მოხდება ადგილობრივი პროგრამების უფრო მეტად განხორციელება. მეორე მიმართულება, რაზეც ასევე ჩამოვყალიბდით, რამდენიმე საკითხი, რაზეც მაღალია საზოგადოებრივი ინტერესი, მაგალითად მიწებზე, თუ კვლევებზე, მზად ვართ, სამუშაო ჯგუფის ფორმატში ჩავრთოთ ექსპერტები და ყველა ეს დოკუმენტი ერთად გადავამოწმოთ“,-აღნიშნა თურნავამ.

ცნობისთვის, დღეს პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე, „ნამახვანი ჰესის“ პროექტთან დაკავშირებით, ნათია თურნავასა და ლევან დავითაშვილს უსმენდნენ. სხდომას, დეპუტატებთან ერთად ექსპერტები, ენერგეტიკოსები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და „რიონის ხეობის მცველების“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს