გიორგი შაქარაშვილის საქმის პროკურორი - სასამართლომ ბრალდების მხარის პოზიცია უტყუარად გაიზიარა - დაცვის მხარე გადაწყვეტილებით კმაყოფილი არასდროს არ იქნება

დღეს გამოჩნდა, რომ სასამართლომ ბრალდების მხარის პოზიცია უტყუარად გაიზიარა , - ამის შესახებ შაქარაშვილის საქმის პროკურორმა დავით ყაზარაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, სასამართლომ სრულიად გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია, რომლის მიხედვითაც უკვე მსჯავრდებული 5 პირი გიორგი შაქარაშვილს ჯერ ფიზიკურად გაუსწორდა, ხოლო შემდეგ მოკვლის მიზნით წყალში გადააგდო.

„მცხეთის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა წარდგენილი მტკიცებულებები და ხუთივე ბრალდებული გიორგი შაქარაშვილის ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობაში დამნაშავედ სცნო. ასევე 3 სრულწლოვანს სასჯელები დაუნიშნა, ხოლო 2 არასრულწლოვანი მიმართ სასჯელის დანიშვნის ფორმა 16 მარტისთვის გადაიდო.

სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და უშუალოდ ბრალდების მხარის ფორმულირება იმ კუთხით, რომ გიორგი შაქარაშვილს, ამ ეტაპისთვის უკვე მსჯავრდებულები ჯერ ფიზიკურად გაუსწორდნენ, ხოლო შემდეგ მოკვლის მიზნით წყალში გადააგდეს.

იმ მტკიცებულებებით, რომელიც ჩვენ სასამართლოში წარვადგინეთ, სხვა გადაწყვეტილების მიღება არ შეეძლოთ. დღეს გამოჩნდა, რომ სასამართლომ ბრალდების მხარის პოზიცია უტყუარად გაიზიარა. რაც შეეხება დაცვის მხარის პოზიციას, ისინი გადაწყვეტილებით კმაყოფილი არასდროს არ იქნებიან“, - განაცხადა საქმის პროკურორმა.

ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ 3 პირს - არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილსა და ვახტანგ ჩიქოვანს, 16-16-წლიანი პატიმრობა მიესაჯა, 2 არასრულწლოვნის - ზ.ხ-სა და ა.ქ-ს საქმეზე კი განაჩენი 16 მარტს გამოცხადდება.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი