რუსეთის დაზვერვის სამსახური - ვაშინგტონში იზრდება უკმაყოფილება საქართველოს მმართველი პარტიისადმი და გაღიზიანებულები არიან, რომ „მეოცნებეები“ სრულად არ ასრულებენ დაკვეთას, უპირობოდ მისდიონ ევროატლანტიკურ კურსს

რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორი სერგეი ნარიშკინი საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ თეთრ სახლში გაღიზიანებულები არიან „ქართული ოცნების“ კურსის გამო. ამის შესახებ ინფორმაცია რუსეთის საგარეო დაზვერვის ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

როგორც ნარიშკინი აცხადებს, საქართველოში წესრიგის დასამყარებლად ამერიკელები გეგმავენ სისტემურად იმუშაონ ოპოზიციის დასახმარებლად და ამავდროულად, ცდილობენ „ქართული ოცნების“ პოზიციების შერყევას.

„აშშ ჯერ კიდევ მიხეილ სააკაშვილის დროიდან დაეჩვია საქართველოში მიმდინარე პროცესების ხელით მართვას, კარნახს, თუ როგორ უნდა ფუნქციონირებდეს ხელისუფლება და რა ხაზი უნდა გატარდეს ოპოზიცასთან დაკავშირებით. ბოლო დროს, ვაშინგტონში იზრდება უკმაყოფილება საქართველოს მმართველი პარტიის ქმედებებისადმი, რომელიც თავს არიდებს ამერიკის მოთხოვნების უპირობო შესრულებას. თეთრ სახლში გაღიზიანებულები არიან იმით, რომ „მეოცნებეები“ სრულად არ ასრულებენ დაკვეთას, უპირობოდ მისდიონ ევროატლანტიკურ კურსს. საქართველოში წესრიგის დასამყარებლად ამერიკელები გეგმავენ სისტემურად იმუშაონ ოპოზიციის დასახმარებლად და ამავდროულად, „ქართული ოცნების“ პოზიციების შერყევას. ამერიკა ევროპელ პარტნიორებსაც განაწყობს ქართული ოპოზიციის მხარდასაჭერად. ვაშინგტონში საქართველოს ხელისუფლებას ახვედრებენ, რომ თეთრი სახლის მომდევნო ხაზი თბილისთან დაკავშირებით განისაზღვრება საქართველოს ხელისუფლების მზადყოფნით, ზუსტად მისდიოს ამერიკის მითითებებს.

საქართველოს მაგალითი გამოკვეთილად ადასტურებს, რომ ცალკეული ეროვნული ელიტების სწრაფვა - მიიღონ ვაშინგტონის მფარველობა თავისი მიმდინარე ამოცანების გადასაწყვეტად, მალე კარგავს დე ფაქტო სუვერენიტეტსა და შესაძლებლობას გაატაროს დამოუკიდებელი პოლიტიკა როგორც საგარეო არენაზე, ასევე ქვეყნის შიგნით“, - აცხადებს სერგეი ნარიშკინი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა