ათენში პოლიციის მიერ ჩადენილი ძალადობის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე 3 სამართალდამცავი დაშავდა

ათენში გამართულ აქციაზე, სადაც 5 000-ზე მეტი მოქალაქე პოლიციის მიერ ჩადენილ ძალადობას აპროტესტებდა, 3 სამართალდამცავი დაშავდა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა. საბერძნეთის პოლიციის ცნობით, აქციის მონაწილეების ერთმა ჯგუფმა, ნიღბიანმა ადამიანებმა სამართალდამცავებსა და პოლიციის შენობას ქვები დაუშინა, რასაც პოლიციამ ცრემლსადენი გაზითა და წყლის ჭავლით უპასუხა.

მედიის ინფორმაციით, სამართალდამცავებმა სულ მცირე 10 ადამიანი დააკავეს. ათენის გარეუბანში, ნეა სმირნის მოედანზე მოქალაქეები ამავე ადგილზე გადაღებული ვიდეოს გავრცელების შემდეგ შეიკრიბნენ. ვიდეოში ასახულია, როგორ სცემს პოლიციელი ხელკეტით მამაკაცს კორონავირუსის გამო დაწესებული „ლოქდაუნის“ წესების დარღვევისთვის.

იხილეთ ვიდეო:ათენში პოლიციის მიერ ჩადენილი ძალადობის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე 3 სამართალდამცავი დაშავდა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა