რამაზ საყვარელიძე - საქართველოში სირცხვილია, თუ შეგაგინებენ და პასუხს არ გასცემ - რამდენად იყო იმის აუცილებლობა, ეს ბერა ივანიშვილს გუშინდელ ეთერში ეთქვა, ეს სხვა საკითხია

პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის განცხადებით, ტელეკომპანია „იმედთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ბერა ივანიშვილის მხრიდან ფარულ ჩანაწერებზე განმარტება და ფაქტთან დაკავშირებული გარემოებების აღწერა საკმარისი იქნებოდა. როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, გინებაზე პასუხის არგაცემა საქართველოში სირცხვილად მიიჩნევა, რაც გარკვეულწილად საზოგადოებრივ ნორმაზე მოქმედებს.

„ფაქტთან დაკავშირებით განმარტება მკაფიო იყო, როდესაც მან აღწერა, რა პირობებში მიდიოდა ის პროცესები, რაც ბოლო ხანებში მსჯელობისა და შეტევის საგანი გახდა. ამას ქართული ახალგაზრდული ლირიკა მიყვებოდა, თუ როგორც მოიქცევა შეურაცხყოფის შემთხვევაში და ასე შემდეგ. განცხადებები სხვაა, მაგრამ ფაქტის აღწერა დამაჯერებელი იყო.

საქართველოში სირცხვილია, თუ შეგაგინებენ და პასუხს არ გასცემ, ეს საზოგადოებრივი ნორმა მოქმედებს. რამდენად იყო იმის აუცილებლობა, ეს გუშინდელ ეთერში ეთქვა, ეს სხვა საკითხია. მიმაჩნია, რომ გუშინდელ ეთერში საკმარისი იქნებოდა ფაქტის და ამ ფაქტთან დაკავშირებული გარემოებების აღწერა“,-განაცხადა საყვარელიძემ.

მან არ გამორიცხა, რომ ფარული ჩანაწერების გასაჯაროება შესაძლოა, ოპოზიციის ინტერესებშიც იყოს.

„ვინც იყენებს ამ ფაქტს და ამის მიხედით თავის პოლიტიკურ შეხედულებას გამოთქვამს, სწორედ მის ინტერესშია. ამ ფაქტის მერე ატყდა მოწოდებები, რომ ღარიბაშვილი უნდა გადადგეს. ოპოზიციის ინტერესში არის, თუმცა ეს ცალსახად არ ნიშნავს იმას, რომ რადგან მათ ინტერესშია, ე.ი მათ მიერ არის გაკეთებული, მაგრამ ადამიანმა შესაძლოა, საკუთარი ინტერესის მიხედვით ყველაფერი გამოიყენო“,-განაცხადა საყვარელიძემ.

მისი შეფასებით, ჯერ გამოძიება უნდა დასრულდეს და შემდეგ დაიწყოს კონკრეტული პირების, მათ შორის პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შესაძლო პასუხისმგებლობაზე საუბარი.

ცნობისთვის, მომღერალმა ბერა ივანიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა, რომ თუ ვინმე მის ოჯახს შეეხება, პასუხს დღესაც აუცილებლად მოსთხოვს.

„მე დღესაც აბსოლუტურად იგივე პოზიციაზე ვდგავარ და პირდაპირ ვიტყვი - თუ ვინმე დედას შემაგინებს, თუ ვინმე ჩემს ოჯახს შეეხება, რაც ჩემთვის ყველაზე წმინდა და ყველაზე ღირებულია, მე ასეთ ადამიანს აუცილებლად პასუხს მოვთხოვ დღესაც“,- განაცხადა ბერა ივანიშვილმა.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. უწყების ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმე კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის ან/და მიყურადების, ასევე კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის, ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის უკანონოდ გამოყენებისა და გავრცელების ფაქტებზე აღიძრა.

საუბარია „ტვ პირველის" მიერ გავრცელებულ ჩანაწერებზე, რომლითაც, მათივე მტკიცებით, მომღერალი ბერა ივანიშვილი, სავარაუდოდ, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ამჟამინდელ ხელმძღვანელს ანზორ ჩუბინიძეს იმ ახალგაზრდების დასჯას სთხოვს, რომელთაც ინტერნეტში ივანიშვილების შეურაცხმყოფელი კომენტარები დაწერეს. ამასთან, ტელეკომპანიის მიერ გავრცელებული ჩანაწერის მიხედვით, ბერა ივანიშვილი ამ საკითხზე ირაკლი ღარიბაშვილთან საუბრობს, რომელიც ამ ქმედებებს იწონებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა