დაპირისპირებაში მონაწილე მორაგბე - დავაყენეთ მოლი, რომელიც რაგბის ილეთია, ჩვენ შევიკარით, მივაწექით, რომ შევსულიყავით და ჩაგვეშალა არალეგიტიმური არჩევნები

„ექსპო ჯორჯიაში", სადაც რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები მიმდინარეობს, ამ დრომდე დაძაბული ვითარებაა. ირაკლი აბუსერიძის მხარდამჭერები პოლიციის კორდონის გარღვევას შეეცადნენ. ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.

„მორაგბეები მშვიდობიანად ვართ განწყობილი, უბრალოდ, დავაყენეთ მოლი, მოლი არის რაგბის ილეთი, ჩვენ შევიკარით და მივაწექით, რომ შევსულიყავით და ჩაგვეშალა ეს არალეგიტიმური არჩევნები. მშვიდობიანი აქცია გვინდოდა, მაგრამ აქ ისეთი ადამიანები გაჩნდნენ, რომლებიც რაგბთან კავშირში არ არიან. სამარცხვინოა ეს, რაც აქ ხდება“, - აცხადებს მორაგბე სიმონ მაისურაძე.

რამდენიმე წუთის წინ დაპირისპირების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. დაპირისპირების მიზეზი რაგბის პრეზიდენტობის კანდიდატის სოსო ტყემალაძის მისვლა გახდა. ადგილზე შეკრებილები ტყემალაძესთან მიახლოებას ცდილობდნენ, რისი საშუალებაც სამართალდამცველებმა არ მისცეს.

ცნობისთვის, დღეს, „ექსპო ჯორჯიაში" რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები იმართება. როგორც ცნობილია, პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატია სოსო ტყემალაძე.

გასული წლის 30 დეკემბერს ჩატარებულ არჩევნებში ირაკლი აბუსერიძემ გაიმარჯვა, მაგრამ საჯარო რეესტრმა პრეზიდენტად არ დაარეგისტრირა.

ირაკლი აბუსერიძის მხარდამჭერები ამ არჩევნებს არალეგიტიმურად აფასებენ და თვლიან, რომ პრეზიდენტი უკვე არჩეულია და ის ირაკლი აბუსერიძეა.

სტეპან გრიგორიანი - რბილად რომ ვთქვათ, ამერიკას, სომხეთსა და აზერბაიჯანს სამხრეთ კავკასიიდან რუსეთი გაჰყავთ
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები „რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ფოთის პორტში ბელგიიდან 30 000 ტონა ბენზინით დატვირთული ტანკერი შემოვიდა
SMH Global-ისა და Setanta Sports Eurasia-ს პარტნიორობა უზბეკეთში 2030 წლამდე გახანგრძლივდა
ვაინ კახეთი ქართულ ღვინოს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რობოტული ქირურგია ინოვას სამედიცინო ცენტრში - ინოვაციური ქირურგიის ახალი ეტაპი საქართველოში