არჩილ თალაკვაძე ესტონეთის ელჩს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე საქართველოში ესტონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს რიინა კალიურანდს შეხვდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა საქართველოსა და ესტონეთს შორის არსებულ განსაკუთრებულ მეგობრობასა და პარტნიორობას. არჩილ თალაკვაძემ მადლიერება გამოხატა ესტონეთის მხრიდან საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებებისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის.

პარლამენტის თავმჯდომარემ ელჩს ასოცირების შეთანხმების განხორციელების მიმართულებით საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი გააცნო და ისაუბრა ევროკავშირში გაწევრიანების 2024 წლის განაცხადისთვის მომზადების პროცესზე.

ამასთანავე, არჩილ თალაკვაძემ ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ვითარებასა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე.

შეხვედრაზე საუბარი, აგრეთვე, შეეხო COVID-19-ის პანდემიის მხრივ საქართველოსა და ესტონეთში არსებულ ვითარებას და ვაქცინაზე წვდომის საკითხს. არჩილ თალაკვაძემ გამოთქვა იმედი, რომ ესტონეთი მხარს დაუჭერს საქართველოს ვაქცინების მიღების პროცესში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა