განათლების სამინისტრო - უნივერსიტეტებში უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით, მონიტორინგი გრძელდება

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მონიტორინგს აგრძელებს.

უწყების ინფორმაციით, მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი, სსიპ შრომის ინსპექციის სამსახურის უფროს ბექა ფერაძესთან ერთად, ამჯერად კავკასიის უნივერსიტეტსა და პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიას ეწვია, სადაც ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის გატარებული ღონისძიებები ადგილზე შეაფასა.

როგორც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში განმარტავენ, ნუნუ მიცკევიჩმა აღნიშნა, რომ კერძო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში უზრუნველყოფილია ვირუსის პრევენციისთვის ყველა საჭირო რესურსი და საგამოცდო პროცესი უსაფრთხოების ნორმების დაცვით მიმდინარეობს.

„ორივე უნივერსიტეტი მზადყოფნაშია სასწავლო პროცესის სრულად აღსადგენად. მისი თქმით, უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა პანდემიის პირობებში არსებული გამოწვევები წარმატებით დაძლიეს და მოკლე ვადებში შეძლეს შერეული სასწავლო პროცესის გამართულად ორგანიზება. მინისტრის მოადგილემ სასწავლო პროცესის აუდიტორიებში გაგრძელებასთან დაკავშირებით ყურადღება გაამახვილა სტუდენტთა ინფორმირების მნიშვნელობაზეც.

როგორც მან აღნიშნა, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს აქტიური კომუნიკაცია აქვთ სტუდენტებთან და აწვდიან მათ ყველა საჭირო ინფორმაციას, თუ რა ღონისძიებები ხორციელდება Covid-19-ის პანდემიის გამოწვევების საპასუხოდ, როგორც საგანმანათლებლო პროცესის ორგანიზების, ასევე, უნივერსიტეტში სანიტარული ნორმების დაცვის კუთხით.

შეგახსენებთ, რომ 15 მარტიდან, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, უნივერსიტეტებს საშუალება ეძლევა, სრულად აღადგინონ საგანმანათლებლო საქმიანობა და სალექციო სასწავლო პროცესი აუდიტორიებში განაახლონ.

უსაფრთხო გარემოს მონიტორინგის მიზნით უნივერსიტეტების მონახულება, როგორც სამინისტროს, ასევე, შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ, სისტემატურ რეჟიმში მთელი ქვეყნის მასშტაბით გრძელდება“,-აღნიშნულია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე