ჯო ბაიდენი შტატებს დაავალებს ვაქცინაცია 1-ელ მაისამდე ყველა ზრდასრულისთვის ხელმისაწვდომი იყოს

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, თუკი კორონავირუსის წინააღმდეგ მოსახლეობის ვაქცინაცია მოხდება, შეერთებული შტატები, შესაძლოა, 4 ივლისისთვის ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდეს და ამ დღეს აშშ-ის დამოუკიდებლობასთან ერთად ვირუსისგან დამოუკიდებლობის დღეც აღნიშნონ.

"თუ ამას ერთად გავაკეთებთ, 4 ივლისისთვის, დიდი შანსია, თქვენ, თქვენს ოჯახებთან და მეგობრებთან ერთად შეიკრიბოთ თქვენს ეზოში და აღნიშნოთ დამოუკიდებლობის დღე. ამ ხანგრძლივი მძიმე წლის შემდეგ, დამოუკიდებლობის დღე მართლაც განსაკუთრებულია, როდესაც ჩვენ აღვნიშნავთ არა მარტო ჩვენი, როგორც ქვეყნის დამოუკიდებლობას, არამედ ვიწყებთ ამ ვირუსისგან დამოუკიდებლობის აღნიშვნას,” - აღნიშნა ბაიდენმა, რომელიც პანდემიის გამოცხადების წლისთავთან დაკავშირებით მოსახლეობის წინაშე სპეციალური მიმართვით წარდგა.

პრეზიდენტის განმარტებით, ის შტატებს დაავალებს, ვაქცინაციის საშუალება 1-ელ მაისამდე ყველა ზრდასრულ ადამიანს ჰქონდეს. ამასთან, მან ამერიკელებს მოუწოდა, საკუთარი წვლილი შეიტანონ ვირუსთან ბრძოლაში და აიცრან, როგორც კი ეს მათთვის ხელმისაწვდომი გახდება.

"ამერიკელებო, მე თქვენ მჭირდებით. მჭირდება, რომ ყველა ამერიკელმა თავისი წვლილი შეიტანოს, მჭირდება, გაიკეთოთ ვაქცინა, როდესაც თქვენი რიგი მოვა,“- განაცხადა პრეზიდენტმა.

მან მოქალაქეებს ასევე მოუწოდა, გამოიჩინონ ერთიანობა და გვერდზე გადადონ მიკერძოებული ბრძოლა პირბადეების გამოყენებასა და შეზღუდვებთან დაკავშირებით.

ცნობისათვის, ჯო ბაიდენმა რამდენიმე საათის წინ ხელი მოაწერა კორონავირუსისგან დაზარალებული ეკონომიკის სტიმულირების პაკეტს, რომლის მოცულობა 1.9 ტრილიონი აშშ დოლარია.

იხილეთ ვიდეო:ჯო ბაიდენი შტატებს დაავალებს ვაქცინაცია 1 მაისამდე ყველა ზრდასრულისთვის ხელმისაწვდომი იყოს

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა