მიხეილ ყაველაშვილი - „წითელი ხაზი“ ჩვენი აკვიატება არ არის, ეს არის ჩვენი სახელმწიფოს, კონსტიტუციის და მოქალაქეების არჩევანის თავისუფლების დაცვა

„წითელი ხაზი“ ჩვენი აკვიატება არ არის, ეს არის ჩვენი სახელმწიფოს, ჩვენი კონსტიტუციის და მოქალაქეების არჩევანის თავისუფლების დაცვა,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ ყაველაშვილმა, დიალოგთან დაკავშირებით, ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მმართველი გუნდი დიალოგისთვის მზად არის და ყველა საკითხზე აქვს არგუმენტები.

რაც შეეხება ოპოზიციას, როგორც ყაველაშვილი აღნიშნავს, როცა ისინი არჩევნების გაყალბებაზე საუბრობენ, მტკიცებულებები უნდა წარმოადგინონ.

„წითელი ხაზები“ ვინმეს აკვიატება არ არის. ეს არის არა "ქართული ოცნებისთვის" „წითელი ხაზები“, არამედ თითოეული მოქალაქისთვის განმსაზღვრელი, რომ როცა არჩევნები ჩატარდა და ადამიანებმა თავისუფალი ნება გამოხატეს და არჩევნებზე მივიდნენ, მათი შეურაცხყოფა იქნება ამ არჩევნების გადახედვა.

დაგვიმტკიცონ! 1%-იანი გადახრა მაინც თუ იქნება, მზად ვართ, რიგგარეშე არჩევნები დავნიშნოთ. ამაზეც წავედით და ამაზეც უარს ამბობენ”, - აცხადებს ყაველაშვილი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა