ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობის თაობაზე თემატური მოკვლევა იწყება

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტის ფარგლებში ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობის თაობაზე თემატური მოკვლევა იწყება.

როგორც დღეს პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე აღინიშნა, თემატური მოკვლევის მიზანია, ახალგაზრდების დასაქმების ხელშემწყობი გარემოს ჩამოყალიბება; ახალგაზრდებისთვის მეწარმეობის წამახალისებელი პროგრამების, ასევე მეწარმეობის სფეროში უნარების მიწოდების სისტემის შეფასება, გამოწვევებისა და შესაძლებლობების იდენტიფიცირება; შესაბამისი დარგობრივი უწყებების მიზნობრივი პროგრამების ეფექტიანობის შეფასება, გამოწვევების იდენტიფიცირება და რეკომენდაციების შემუშავება.

„მოგეხსენებათ, სახელმწიფოსთვის და ნებისმიერი ხელისუფლებისთვის, რომელიც ქვეყნის მომავალზე ფიქრობს, ახალგაზრდების რეალიზება, პროფესიული განვითარება და დასაქმება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. სამწუხაროდ, ღირსეული დასაქმების და მათ შორის ახალგაზრდათა დასაქმების კუთხით, ჩვენი ქვეყანა ათწლეულების მანძილზე, არაერთი სირთულის წინაშე იდგა. უკანასკნელ პერიოდში ამ მიმართულებით მიღწეული გარკვეული პროგრესი კი ახალი კორონა ვირუსის პანდემიამ მნიშვნელოვნად შეაფერხა - ახალგაზრდული დასაქმების პოპულარული სექტორი - ტურიზმის და მომსახურების სფერო, ყველაზე მეტად დაზარალდა. შესაბამისად, ახალგაზრდების დასაქმების საკითხი დღეს კიდევ უფრო აქტუალურად დადგა დღის წესრიგში. როგორც ცნობილია, საქართველოში, ახალგაზრდებში არსებული უმუშევრობის დონეს რამდენიმე ძირითადი ფაქტორი განაპირობებს, მათ შორის: შრომის ბაზარზე მოთხოვნილ და მიწოდებულ პროფესიულ უნარებს შორის არსებული შეუსაბამობა; არაფორმალური განათლების სუსტი პრაქტიკა; განათლების სისტემისა და შრომის ბაზრის მოთხოვნების შეუსაბამობა; (ახალგაზრდების თითქმის მესამედი არ მუშაობს იმ პროფესიით, რა კუთხითაც მათ განათლება მიიღეს) და ა.შ. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ჩვენი ინიციატივით, ჩატარდება თემატური მოკვლევა და მოხდება: შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემის, მოთხოვნადი უნარების/პროფესიების შესახებ ახალგაზრდებისთვის ინფორმაციის მიწოდების მექანიზმის ნაკლოვანებების შეფასება და გაუმჯობესებისთვის ღონისძიებების განსაზღვრა; ახალგაზრდების დასაქმების და კარიერული განვითარების პროცესში არსებული არაფორმალური და ფორმალური განათლების სისტემის შეფასება, გამოწვევებისა და შესაძლებლობების იდენტიფიცირება; სტაჟირების სისტემაში არსებულ გამოწვევებზე საპასუხოდ შესაბამისი ზომებისა და მიდგომების განსაზღვრა; ახალგაზრდების დასაქმების პროცესში კერძო დასაქმების სერვისების შეფასება და გამოწვევების იდენტიფიცირება“, - განაცხადა ყაველაშვილმა.

მისივე თქით, აღნიშნულის საფუძველზე, ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობისთვის, რეკომენდაციებს შეიმუშავებენ და საპარლამენტო ზედამხედველობის ფარგლებში, სახელმწიფო უწყებებისა და სამინისტროების მიერ ამ რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგს განახორციელებენ.

„პროცესში აქტიურად იქნებიან ჩართული ახალგაზრდული ორგანიზაციებიც. საბოლოო ჯამში, ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ ერთი მხრივ ახალგაზრდებში უმუშევრობის შემცირებას, მეორე მხრივ კი მათ შესაბამის სფეროებში დასაქმებას და პროფესიულ განვითარებას. რეალიზებული და დასაქმებული ახალგაზრდები ნიშნავს ჩვენი ქვეყნის უკეთეს მომავალს და ჩვენ ამისთვის ძალისხმევას არ დავიშურებთ!" - აცხადებს მიხეილ ყაველაშვილი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა