ვლადიმერ პუტინმა ილჰამ ალიევთან და ნიკოლ ფაშინიანთან მთიან ყარაბაღთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმებების განხორციელების საკითხები განიხილა

11-12 მარტს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სატელეფონო საუბრები გამართა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან.

როგორც კრემლის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, საუბისას განიხილეს მთიან ყარაბაღთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმებების განხორციელების პრაქტიკული ასპექტები.

„კმაყოფილებით აღინიშნა, რომ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი მკაცრად არის დაცული და რეგიონში ვითარება ზოგადად სტაბილური და მშვიდია. ილჰამ ალიევმა და ნიკოლ ფაშინიანმა მაღალი შეფასება მისცეს რუსული სამშვიდობო კონტინგენტის ეფექტურ მოქმედებებს“, - წერია კრემლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საუბრისას მხარეები ასევე შეეხნენ სამხრეთ კავკასიაში ეკონომიკური და სატრანსპორტო კავშირების განბლოკვასთან დაკავშირებულ საკითხს და დადებითად შეფასდა ამ კონტექსტში სამუშაო ჯგუფის საქმიანობა. მხარეებმა მოსაზრებები გაცვალეს რუსეთ-აზერბაიჯანისა და რუსეთ-სომხეთის თანამშრომლობის აქტუალურ თემებზეც.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა