ზურაბ ჯაფარიძე - პოლიტპატიმრების გათავისუფლების გარეშე დისკუსიას არანაირი შინაარსი არ აქვს, რიტორიკის შერბილება ნორმალურია

პირველი შეხვედრაა, მოლოდინი მაქვს, რომ საუბარი იმ 6 პუნქტის გარშემო იქნება, რომელიც თავის დროზე ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა შეადგინა, - ამის შესახებ „გირჩი მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირად წარმომადგენელთან, კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

როგორც ჯაფარიძე განმარტავს, დეტალებზე საუბარს შეხვედრის დასრულების შემდეგ შეძლებს.

„ამ წუთში, იმაზე საუბარი რომელი მიმართულებით წავა დისკუსია და როგორ წარიმართება, გამიჭირდება. როცა გამოვალ უფრო მეტი შესაძლებლობა იქნება გითხრათ, როგორი ატმოსფერო იყო და მათ შორის, არსებობს თუ არა ალბათობა იმისა, რომ შევთანმხდეთ“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

კითხვაზე, არის თუ არა მზად ოპოზიცია, რომ კომპრომისებზე წავიდეს, ჯაფარიძე პასუხობს, რომ არის რამდენიმე საკითხი, რაც ოპოზიციისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია.

„ის, რომ ქვეყანაში არის მძიმე პოლიტიკური კრიზისი, რომელიც შეიძლება განიმუხტოს მხოლოდ და მხოლოდ ხელახალი არჩევნებით, ეს არის ერთი და მეორე, პოლიტპატიმრები უნდა იყვნენ გარეთ. ასევე, ჩემთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი საკითხია, რომ არჩევნები ამ ქვეყანაში ტარდებოდეს სრულად პროპორციულად, ბარიერის გარეშე, რაც წამალია ერთპარტიული მმართველობის, ისევე, როგორც ამ გიჟური პოლარიზაციის, რომელმაც დააქცია ქვეყანა. ჩემი აზრით, პოლიტპატიმრების გათავისუფლების გარეშე დისკუსიას არანაირი შინაარსი არ აქვს, რიტორიკის შერბილება ძალიან ნორმალურია, ჩვენ შევთანხმდით, რომ ვილპარაკებთ ამ საკითხებზე, არის საკითხები, რომელიც შეიძლება მოსაწონი არ იყოს ოპოზიციისთვის და არის საკითხები, რომელიც მოსაწონი არ არის ცალსახად ხელისუფლებისთვის, მაგრამ შევთანმხდით შარლ მიშელთან ერთად, რომ ამაზე ვისაუბრებდით“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა