გიორგი ვაშაძე - დღეს საღამომდე ან ხვალ გამთენიამდე პირდაპირ ვიტყვით, მივდივართ შეთანხმებისკენ თუ არა - ევროპულმა და ამერიკულმა მხარემ, შესაძლოა, საკუთარი მოსაზრება დადოს მაგიდაზე

ჩვენი პოზიცია ყველამ კარგად იცის - არაფერი არ შეცვლილა, თუმცა ამ მოლაპარაკებების მთავარი შინაარსი არის, რომ ევროპულმა და ამერიკულმა მხარემ, შესაძლოა, საკუთარი მოსაზრება დადოს მაგიდაზე, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირად წარმომადგენელთან კრისტიან დანიელსონთან შეხვედრამდე განაცხადა.

მისივე თქმით, ყველაფერი დღევანდელ დღეზეა დამოკიდებული.

„მე ვფიქრობ, რომ ამ შეხვედრაზე უფრო დეტალურად უნდა მოვისმინოთ საით მივდივართ. დღეს საღამომდე, ხვალ გამთენიამდე პირდაპირ ვიტყვით, რომ შეთანხმებისკენ მივდივართ თუ არ მივდივართ შეთანხმებისკენ. ჩვენი პოზიცია ყველამ კარგად იცის - არაფერი არ შეცვლილა, თუმცა ამ მოლაპრაკებების მთავარი შინაარსი არის, რომ ევროპულმა და ამერიკულმა მხარემ, შესაძლოა, საკუთარი მოსაზრება დადოს მაგიდაზე. რა იქნება ეს მოსაზრება?! რა იქნება მათთვის გონივრული, ობიექტური შეთანხმების კომპრომისული ვარიანტი?! ჯერ ნამდვილად არ ვიცი. ფორმატში - დასავლელი პარტნიორების ფასილიტაციიდან მედიაციისკენ გადასვლა ნიშნავს, რომ დარწმუნებული ვარ მათ საკუთარი მოსაზრება ექნებათ, ამ შეთანხმებასთან დაკავშირებით, დანარჩენი ვნახოთ რა იქნება და როგორ.

მთავარი საკითხი არის ის, რომ რაღაც ნაბიჯი უნდა გადაიდგას, თუ ნაბიჯი შეთანხმებისკენ არ გადაიდგა არც შარლ მიშელს არ ექნება ტყუილად შეხვედრის სურვილი და ბრიუსელში ძალით ვერ ჩავალთ და ვერ ვეტყვით შეგვხვდითთქო, ამიტომ ყველაფერი დამოკიდებული არის დღევანდელ დღეზე, ვხედავთ ნათელ მომავალს შეთანხმების თუ ვერ ვხედავთ?! აქედან გამომდინარე, თუ ევროპული მხარე იტყვის, რა თქმა უნდა, ბრიუსელშიც ჩავალთ და შარლ მიშელსაც შევხვდებით“, - განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრებს აგრძელებს. დღეს დილიდან შეხვედრა "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ლიდერებთან გაიმართა. დღის განმავლობაში შეხვედრები დაგეგმილია ოპოზიციის წარმომადგენლებთან. შეხვედრებს საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი და აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი ესწრებიან. ​

შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოს 12 მარტს ესტუმრა. კრისტიან დანიელსონის ვიზიტის მიზანია, ჩაერთოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ 1-ელ მარტს ინიცირებულ, განახლებულ პოლიტიკურ დიალოგში, მასში მონაწილე ყველა პარტიის ლიდერთან ერთად.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა