ამირან გამყრელიძე მოსახლეობას - გთხოვთ, ნუ გავთამამდებით - თუ ამ ეპიდსიტუაციით გავივლით მარტსა და აპრილს, მაშინ, დიდი ალბათობით, პანდემიის მესამე ტალღას ავცდებით

დარწმუნებული ვარ, თუ ამ ეპიდსიტუაციით გავივლით მარტსა და აპრილს, დიდი ალბათობით, პანდემიის მესამე ტალღას ავცდებით,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში ეპიდსიტუაცია სტაბილიზირდება.

„დღესაც შემთხვევების რაოდენობა შემცირებულია. 14 000 ტესტის ფონზე გვაქვს 159 ახალი შემთხვევა. დადებითობის მაჩვენებელი მერყეობს 1%-სა და 1.1%-ს შორის უკვე კარგა ხანია. ბოლო 14 დღის დადებითობის მაჩვენებელი 1.53%-ია. კიდევ ერთხელ გთხოვთ, ნუ გავთამამდებით, ქვეყანაში ეპიდსიტუაციის სტაბილიზაცია არის, შემსუბუქებები მიდის, მაგრამ ნუ გავთამამადებით. ყველას გვეკეთოს პირბადე, დავიცვათ დისტანცია, ნუ შევიკრიბებით ბევრი ხალხი და დარწმუნებული ვარ, თუ ამ ეპიდსიტუაციით გავივლით მარტსა და აპრილს, მაშინ, დიდი ალბათობით, პანდემიის მესამე ტალღას ავცდებით“,-განაცხადა გამყრელიძემ.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე
13-14 დეკემბერს „ბიბლუსში“ თიბისის ბარათებით გადახდისას 30%-იანი ქეშბექი გელოდებათ