ბავშვთა გასართობი ცენტრების წარმომადგენლები ჯანდაცვის სამინისტროსთან აქცია-პერფორმანსს მართავენ

ბავშვთა გასართობი ცენტრების წარმომადგენლები ჯანდაცვის სამინისტროსთან აქცია-პერფორმანსს მართავენ. ადგილზე შეკრებილებმა ბანერები, სახელწოდებით: „ჩვენ რა დაგიშავეთ?“, „რატომ დაგავიწყდით“, „მოგვეცით საშუალება ვიარსებოთ“ და ა.შ. მიიტანეს, ასევე სამინისტროს ტერიტორიაზე გასართობი ჩაცმულობა და სუპერგმირების ფორმები გამოფინეს.

აქციის მონაწილეების განცხადებით, საქართველოს მასშტაბით ყველაფერი გაიხსნა, ასევე დაიწყო ვაქცინაცია და მიუხედავად ამისა, გასართობი ცენტრები თამაშგარე მდგომარეობაში არიან. ისინი შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროს ბექა ფერაძესა და ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან შეხვედრას ითხოვენ.

„სადღესასწაულო ცენტრებზე ერთი წლის მანძილზე არაფერი თქმულა. ვერ მივიღეთ პასუხი ვერავისგან, გახსნის რომელ ეტაპზე ვართ. ქვეყანაში ყველაფერი გაიხსნა, რაც მისასალმებელია, ასევე დაიწყო ვაქცინაცია, მაგრამ სადღესასწაულო ცენტები ისევ თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. როგორც კი დაანონსდა შიდა სივრცეების გახსნა, ჩვენს ობიექტებზე შემოვიდა შრომის უსაფრთხოების სამსახური და მოგვცეს გაფრთხილება, რომ არ გავიხსნათ, ამიტომ ვითხოვთ შეხვედრას ბექა ფერაძესთან და ეკატერინე ტიკარაძესთან, რომელთაც ხელეწიფებათ საბჭოზე გაიტანონ ჩვენი ობიექტების გახსნის საკითხი, შეგვხვდნენ და გაიტანონ დაჩქარებული წესით“, - აღნიშნა გასართობი ცენტრების ასოციაციის დამფუძნებელმა გიორგი მთიულიშვილმა.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე
13-14 დეკემბერს „ბიბლუსში“ თიბისის ბარათებით გადახდისას 30%-იანი ქეშბექი გელოდებათ