გია ვოლსკი - ჩვენი წინადადებები არის სამართლიანი და ჭკუასთან ახლოს - მეტი კონსულტაციებია საჭირო ოპოზიციასთან, რათა როგორმე გავცდეთ და გადავაბიჯოთ ულტიმატუმის ენას

მეტი კონსულტაციებია საჭირო ოპოზიციასთან, რათა როგორმე გავცდეთ და გადავაბიჯოთ ულტიმატუმის ენას, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც შარლ მიშელის პირად წარმომადგენელთან 14 მარტს გამართულ შეხვედრებს გამოეხმაურა.

რაც შეეხება ირაკლი კობახიძის გუშინდელ განცხადებას, როგორც ვოლსკი აღნიშნავს, "კონსულტაციები და მოლაპარაკებები ხანდახან ითვალისწინებს დროებით შეწყვეტას, გადადებას, ან გაგრძელებას და ერთ ჯგუფთან მეტ საუბარს."

"ჩვენი წინადადებები არის სამართლიანი, ჭკუასთან ახლოს და იმ ინტერესებზე ორიენტირებული, რაც გააჩნია არა მარტო მოსახლეობას, არამედ საერთაშორისო თანამეგობრობას. მეტი კონსულტაციები საჭირო ოპოზიციასთან, რათა როგორმე გავცდეთ და ულტიმატუმის ენას გადავაბიჯოთ. არა მხოლოდ ევროკავშირია დაინტერესებული თავისი ასოცირებული წევრის პრობლემის მოგვარებაში, არამედ მსოფლიოს პოლიტიკური ელიტა არის დაინტერესებული იმაში, რომ საქართველოში სტაბილურობა შედგეს. დასავლელი პარტნიორების ინტერესია, რომ სამხრეთ კავკასიის რეგიონში ისეთი მოკავშირე ჰყავდეთ, სადაც სტაბილურობა არის გარანტირებული,"- აცხადებს ვოლსკი.

ის ასევე გამოეხმაურა ოპოზიციის განცხადებებს "მაგიდის აყირავების" შესახებ და აღნიშნა, რომ პროპაგანდისთვის ეს განცხადებები, შესაძლოა, უკეთ ჟღერდეს "ნაციობალური მოძრაობისთვის".

„მოლაპარაკების პროცესში მუშტების ქნევა არასწორია. შეიძლება ჩემი პირადი დამოკიდებულებაა ამასთან დაკავშირებით ასეთი. პროპაგანდისტურად შეიძლება უკეთესი იყოს იძახო - "მაგიდის აყირავება, გადმოყირავება, დესტრუქცია“, მაგრამ ეს არის ის, რაც აინტერესებს “ნაციონალურ მოძრაობას” და მის გარშემო შეკრებილ კლასტერს. ეს იყო და გავიარეთ, ამ თემაზე ვისაუბრეთ, დღეს მოლაპარაკების მაგიდასთან ვსხედვართ. რაც არ უნდა დაპირისპირებული ვიყოთ, ეს ეხება ჩვენს მომავალ თაობას, საქართველოს მომავალს. აქედან გამომდინარეობს ის პასუხისმგებლობა, რაც გამოხატეს გინდა კობახიძემ, გინდა თალაკვაძემ", - განაცხადა ვოლსკიმ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა