ევროპის საბჭო ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების პროცესზე განცხადებას ავრცელებს

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა საქმეზე „მერაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ ევროპული სასამართლოს განჩინების აღსრულების ზედამხედველობასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

„ეს საქმე ეხება მე -5 მუხლის მე -3 პუნქტის დარღვევას, რადგან არ არსებობს საკმარისად დასაბუთებული სასამართლო გადაწყვეტილებები განმცხადებლის, ყოფილი პრემიერ- მინისტრისა და შინაგან საქმეთა მინისტრის წინასწარი პატიმრობის გასაგრძელებლად და აგრეთვე მე -18 მუხლის დარღვევას მე -5 მუხლის 1-ლი პუნქტის პარალელურად, ვინაიდან აღმოჩნდა, რომ წინასწარი პატიმრობა გენერალური პროკურორის მიერ არალეგალური მიზნებისათვის იქნა გამოყენებული, კერძოდ კი - ზეწოლის განსახორციელებლად აპლიკანტზე, რაც მიზნად ისახავდა მისგან ისეთ საკითხებზე ინფორმაციის მიღებას, რაც არ უკავშირდებოდა მის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეს”, - ნათქვამია ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეების 9-11 მარტის შეხვედრაზე მიღებულ გადაწყვეტილებაში.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ კვლავ რჩება კითხვები მიმდინარე გამოძიების დამოუკიდებლობასთან დაკავშრებით.

„რჩება კითხვები იმის თაობაზე, თუ რამდენად არის უზრუნველყოფილი მიმდინარე გამოძიების დამოუკიდებლობა გენერალური პროკურატურის სამმართველოს მიერ“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი საქართველოს ხელისუფლებას საერთაშორისო ექსპერტების სამდივნოსთან კონსულტაციების შედეგად შერჩევის რეკომენდაციას აძლევს.

„[მოადგილეებმა] აღნიშნეს ხელისუფლების განზრახვა საერთაშორისო ექსპერტის ჩართვასთან დაკავშირებით და მოუწოდეს მათ, ექსპერტები სამდივნოსთან კონსულტაციის შემდეგ შეარჩიონ,“- აღნიშნულია დოკუმენტში.

ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეებმა შეახსენეს საქართველოს ხელისუფლებას ადრინდელი მითითებები ეფექტიანი გამოძიების ყველა იმ კრიტერიუმის თაობაზე, რომლითაც უნდა გამოვლინდნენ და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისროთ მე-18 მუხლის ყველა ასპექტის დარღვევაში პასუხისმგებელ პირებს.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი