მამუკა მდინარაძე - ირაკლი კობახიძეს „სავსე და ცარიელი ხელები“ რომ არ ეხსენებინა, ოპოზიციას რა ეშველებოდა, მესიჯბოქსი რაზე უნდა ჩამოეკიდებინათ?!

ირაკლი კობახიძეს სავსე და ცარიელი ხელები რომ არ ეხსენებინა, ოპოზიციას რა ეშველებოდა?! მესიჯბოქსი რაზე უნდა ჩამოეკიდებინათ? - ეს განცხადება დღეს ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან გააკეთა.

როგორც მდინარაძემ ამ კონტექსტში აღნიშნა, პრემიერ-მინისტრი ევროპელ პარტნიორებთან მხოლოდ ოპოზიციასთან მოლაპარაკებებზე კი არ ისაუბრებს, არამედ ისაუბრებს იმაზე, თუ როგორ ასრულებს ქართული სახელმწიფო ასოცირების შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს.

"საუბარია იმ რეფორმებზე, რომლის განხორციელებაც მიდის. როცა ჩვენ თამამი განცხადება გავაკეთეთ, რომ 2024 წელს განაცხადს შევიტანთ ევროკავშირის სრულფასოვან წევრობაზე, ამას საფუძვლად სჭირდება არა მხოლოდ დემოკრატიული ხარისხის განვითარება, არამედ შესაბამისი პირობების შექმნა, რომელიც საშუალებას მოგვცემს ასეთი განაცხადის გაკეთების. ეს არის მთავარი, რაზეც ღარიბაშვილი ისაუბრებს. ასევე იმ საკითხებზეც, რაც ჩვენი მხრიდან წარდგენილია მოლაპარაკებების პროცესში და სამწუხაროდ, ჩვენი მხრიდან ვერ ხმოვანდება, რადგან პირობებს ვიცავთ", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა