დავით სონღულაშვილი გაეროს განვითარების პროგრამის და ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის წარმომადგენლებს შეხვდა

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის (WFD) წარმომადგენლებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა დეტალურად განიხილეს კომიტეტის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული აქტივობები, ასევე ის პროექტები და ღონისძიებები, რომელთა ეფექტიანი განხორციელებაც სამომავლოდ სხვადასხვა სექტორის გაძლიერებას შეუწყობს ხელს.

„შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება Covid-19-ის პანდემიის შედეგად მცირე და საშუალო ბიზნესის გამოწვევებს, ასევე ტურიზმის სექტორის პრობლემებს, თანმიმდევრულ აღდგენას და შემდგომ განვითარებას დაეთმო. ამ კუთხით, ხაზგასმით აღინიშნა, რომ გაეროს განვითარების პროგრამის და ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის მიერ შემოთავაზებული შესაძლებლობები, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტისთვის პრიორიტეტული საკითხების გაცილებით უკეთ წარმართვას შეუწყობს ხელს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა