პაატა მანჯგალაძე „ქართულ ოცნებას“ - შეთანხმების ჩაშლის მიზეზები კი არა, კომპრომისის გზები ვიპოვოთ

შეთანხმების ჩაშლის მიზეზები კი არა, კომპრომისის გზები ვიპოვოთ მეგობრებო, რადგან შეთანხმება და კომპრომისი არ ნიშნავს არავის უკან დახევას და დამარცხებას, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" გენერალურმა მდივანმა პაატა მანჯგალაძემ მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შეფასებისას განაცხადა.

პაატა მანჯგალაძის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ ნდობის ფაქტორი სრულად ამოწურა.

"ჩემთვის გაუგებარია "ქართული ოცნების" ლიდერების სამართლიანი შეთანხმების პირობებზე ზედმეტი აქცენტირება, რადგან ისე საუბრობენ, თითქოს ისინი წარმოადგენდნენ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის ინტერესს ხოლო ჩვენ უმცირესს და რაღაც უნდა გვიწყალობონ. ვიდრე სამართლიან პირობებზე დაიწყებენ საუბარს უნდა იაზრებდნენ, რომ სწორედ ისაა დიდი უსამართლობა, რომ ისინი იწოდებიან ხელისუფლებად და არა ის ძალები, ვისაც მოსახლეობის უმრავლესობამ დაუჭირა მხარი. უსამართლოა, როცა კრიზისის განმუხტვის სამართლიან პირობებზე საუბრობს ის მხარე, რომლის დამსახურებითაც იმყოფება ქვეყანა და ხალხი ამ კრიზისში. რა საერთო აქვს სამართალთან იმას, რომ სამართლიანობაზე საუბრობს ის ძალა, რომელმაც როგორც საგარეო, ისე საშინაო ასპარეზზე სრულად ამოწურა ნდობის ლიმიტი და მთავარ ხელშემშლელ ფაქტორად იქცა ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობისა და ქვეყნის განვითარების გზაზე. შეთანხმების ჩაშლის მიზეზები კი არა კომპრომისის გზები ვიპოვოთ მეგობრებო, რადგან შეთანხმება და კომპრომისი არ ნიშნავს არავის უკან დახევას და დამარცხებას”, - განაცხადა მანჯგალაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა