ლილო-სამგორი-აეროპორტის მიმართულებით მიწისზედა მეტროს პროექტის განხორციელებაზე თბილისის მერიამ, შესაძლოა, უარი თქვას

ლილო-სამგორი-აეროპორტის მიმართულებით მიწისზედა მეტროს პროექტის განხორციელებაზე თბილისის მერიამ, შესაძლოა, უარი თქვას.ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

როგორც ხმალაძემ აღნიშნა, საკითხზე ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა ჩატარდა, თუმცა, ავსტრიულ კომპანიას მერიამ მეტროს პროექტირება არ დაუკვეთა.

„მიწისზედა მეტროს პროექტის ეტაპები იყო ასე - ჯერ უნდა ჩატარებულიყო ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა, მერე პროექტირება და შემდეგ მშენებლობის დაფინანსება. კვლევა ჩატარდა, რომელზეც ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება არ გვაქვს იმიტომ, რომ არ გვაქვს ის შედეები, რომელზე დაყრდნობითაც ადვილად შეიძლება მივიღოთ გადაწყვეტილება. განხილვის ეტაპზეა ეს საკითხი. არ გამოვრიცხავ არცერთ გადაწყვეტლებას, არც განხორციელებასთან და არც განხორციელებაზე თავის შეკავებასთან დაკავშირებით. სხვა კომენტარის გაკეთება ახლა ძალიან გამიჭირდება. პროექტირებაზე კომპანია არ გადაგვიყვანია, შესაბამისად, არ გადავდივართ არც სამშენებლო ეტაპზე. ის სამუშაო, რაც ჩაატარეს, მოწოდებულია, მისი განხილვის საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა ხმალაძემ.

კითხვაზე: ხომ არ არის წყალში გადაყრილი 12 მილიონ ლარზე მეტი, რომელიც სამგორი-ლილო-აეროპორტის მიწისზედა მეტროს ხაზის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ჩატარებაზე დაიხარჯა, ხმალაძემ უპასუხა: „კვლევაზე ფული არასოდეს დაკარგული არ არის“.

„კვლევა ემსახურება გარემოებების შესწავლას, რამდენად ღირს ან არ ღირს რაღაცის გაკეთება. შესაბამისად, თუ ასე შევხედავთ, რომ კვლევაზე ფული უბრალოდ იხარჯება, შეიძლება ასეთი დასკვნაც გავაკეთოთ, მაგრამ მე ვიტყოდი, რომ კვლევა არის სწორი. ასეთი სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტები, სადაც ასეულობით მილიონი ლარი უნდა დაიხარჯოს, ამისთვის, მილიონიანი კვლევა გააკეთო. არ შეიძლება 300 მილიონიანი პროექტი დაიწყო ისე, რომ არ ვიცოდეთ ეს რა შედეგს მოგვიტანს“, - განაცხადა ხმალაძემ.

ინტერვიუს სრული ვერსია

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია