დავით სერგეენკო - ინფექციური დაავადებების პრევენციისთვის ვაქცინაციაზე უფრო ეფექტური და უსაფრთხო საშუალება კაცობრიობას ჯერ არ შეუქმნია

ინფექციური დაავადებების პრევენციისთვის ვაქცინაციაზე უფრო ეფექტური და უსაფრთხო საშუალება კაცობრიობას ჯერ არ შეუქმნია - აღნიშნულ საკითხზე ნებისმიერი ინფორმაცია მხოლოდ დარგის სპეციალისტებისგან გაიზიარეთ, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პარლამენტის ვიცე-სპიკერმა დავით სერგეენკომ გააკეთა.

სერგეენკო საქართველოში კოვიდ-ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დაწყებას სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა. მან იმედი გამოთქვა, რომ უახლოეს პერიოდში ვაქცინაციის პროცესი უფრო გაფართოვდება, რათა მოსახლეობაში კოლექტიური იმუნიტეტი შეიქმნას. სერგეენკომ ასევე გამოთქვა იმედი, რომ მიმდინარე წლის განმავლობაში კოვიდ-ინფექციაზე პირდაპირი ზემოქმედების მედიკამენტი გამოჩნდება.

“ბოლო 200 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ინფექციურ დაავადებებთან ბრძოლაში კაცობრიობას არ შეუქმნია უფრო ეფექტური ტექნოლოგია, ვიდრე ეს არის ვაქცინაცია. პანდემიიდან და საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ვაქცინაცია ყველაზე უფრო სპეციფიური სფერი გახდა. რთულად მოსაძებნია სხვა ისეთი ინდუსტრია, რომელიც ასეთი დეტალური დაკვირვებისა და მონიტორინგის საგანია. მეორეს მხრივ, ვაქცინაცია თავისი მნიშვნელობით, თავისი შემადგენლობით საზოგადოებრივ ჯანდაცვის სფეროს გასცდა და ძალიან დიდი პოლიტიკური შემადგენელი შეიძინა. ეს ფაქტორები აუცილებლად გასათვალისწინებელია.

პირველი ჩემი თხოვნა და მოწოდებაა, რომ ვაქცინებთან დაკავშირებულ საკითხებზე ინფორმაცია მხოლოდ და მხოლოდ დარგის პროფესიონალებისგან მივიღოთ. მსოფლიოში რამდენიმე სახის ვაქცინა გამოიყენება და საქართველომ თავისი მოქალაქეებისთვის ხარისხის მაღალი თამასა დააწესა. ვაქცინა, რომელიც საქართველოში იქნება გამოყენებული, გარდა იმისა, რომ აღირებული უნდა იყოს მწარმოებელ ქვეყანაში, ასევე აღიარებული უნდა იყოს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ“, - განაცხადა სერგეენკომ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

მან აქვე აღნიშნა, რომ საქართველოში შემოსული “ასტრაზენეკა“ არის ბრიტანულ-შვედური წარმოების ვაქცინა, რომლითაც აცრილია 20 მილონზე მეტი ადამიანი, მათგან 11 მილიონი გაერთიანებულ სამეფოში.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს