სასამართლოსთან, სადაც შაქარაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებული არასრულწლოვნების მიმართ სასჯელი უნდა დაინიშნოს, სამართალდამცავები არიან მობილიზებული

მცხეთის რაიონულ სასამართლოსთან, სადაც ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებული არასრულწლოვნების მიმართ სასჯელი უნდა დაინიშნოს, სამართალდამცავები არიან მობილიზებული.

სასამართლოსთან არასრულწლოვანი მსჯავრდებულების ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა ბანერები მიიტანეს. „უზენაესი სასამართლოს მოსამართლის მანტიაში გაცვლილი სამართალია ბიძინა სტურუა, შე მონა“; "უბრალო მონას თაყვანს ვინა სცემს, რაგინდ გმირობის იყოს ჩამდენი, რამდენ მონაში მეფის გული ცემს და მონის გულით მეფობს რამდენი, ბიძინა სტურუა შე მონა"- სწორედ ამ სიტყვებით მიმართეს მცხეთის რაიონულ სასამართლოსთან ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებული არასრულწლოვნების ოჯახის წევრებმა მოსამართლეს. როგორც ისინი აცხადებენ, გასულ სხდომაზე სასამართლომ არაკანონიერი გადაწყვეტილება გამოიტანა, ვინაიდან საქმეში, მათივე თქმით, მტკიცებულებები არ არსებობს. როგორც ოჯახის წევრები და ახლობლები ამბობენ, არასრულწლოვნები უდანაშაულოები არიან.

პროცესი რამდენიმე წუთში დაიწყება, სადაც გაირკვევა, თუ რამდენწლიან სასჯელს მიუსჯის მოსამართლე ბიძინა სტურუა მსჯავრდებულ ზ.ხ.-სა და ა.ქ.-ს.

ცნობისთვის, 9 მარტს, მცხეთის რაიონულმა სასამართლომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული ხუთივე პირი: არჩილ გაგნიძე, ნიკოლოზ რევაზიშვილი, ვახტანგ ჩიქოვანი, ზ.ხ. და ა.ქ. დამნაშავედ ცნო. სრულწლოვან ბრალდებულებს 16-16-წლიანი სასჯელი მიესაჯათ, არასრულწლოვნების სასჯელის დანიშვნის სხდომა კი ცალკე დაინიშნა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს