ფინტექ ჰაკათონის გამარჯვებული ცნობილია

საქართველოს ბანკთან პარტნიორობით, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა (BTU) ფინტექ ჰაკათონს უმასპინძლა. „FinTech Integrator” -ში 4 მონაწილით დაკომპლექტებული 14 გუნდი იღებდა მონაწილეობას, მათ შორის სტუდენტები. ჰაკათონის დასასრულს გამარჯვებული გუნდი გამოვლინდა. გუნდმა „იპოთეკური სესხის კალკულატორი“ წარადგინა, რაც უძრავი ქონების სწრაფად და მარტივად შეფასებას გულისხმობს. პროექტის გრძელვადიან პერსპექტივაში დაგეგმილია ხელოვნური ინტელექტის გამოყენება, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნება უძრავი ქონების შეფასება რამდენიმე წამში მოხდეს.

საქართველოს ბანკის ინფორმაციით, ღონისძიების მთავარ მიზანს ფინტექ მიმართულებით ცნობიერების ამაღლება და სფეროთი დაინტერესებული ადამიანების მხარდაჭერა წარმოადგენდა.

ფინტექ ჰაკათონი „ინიციატივა 5.0“-ის ფარგლებში განხორციელდა. მონაწილეებმა ფინანსური ტექნოლოგიების მიმართულებით ახალ ციფრულ პროდუქტებზე და მათი სამუშაო პროტოტიპების შექმნაზე იმუშავეს. გარდა ამისა, მათ შესაძლებლობა ჰქონდათ დასწრებოდნენ ფინანსების მიმართულებით მოწინავე კომპანიების ტრენინგებს და ვებინარებს, მათ შორის: Savvy, თემატიკით: „დღევანდელი მსოფლიო ტენდენციები ფინტექში“, QuickCash - „გოგონები FinTech-ში“, Optio AI - „FinTech ტენდენციები საქართველოში“, და Emoney - „რა სჭირდება FinTech სტარტაპს წარმატებისთვის“.

„ფინტექი საქართველოს ბანკის სტრატეგიული მიმართულებაა, რომელიც ღია ბანკინგის (Open Banking) დანერგვის ფარგლებში შეიქმნა. საქართველოს ბანკი პირველია, როგორც საქართველოში, ისე რეგიონში, ვინც ღია ბანკინგის საკუთარი პროგრამა წარადგინა. ჩვენი მიზანია ჰაკათონის მხარდაჭერითა თუ სხვა აქტივობების ხელშეწყობით წავახალისოთ საბანკო მომსახურების პროცესში ახალი ტიპის ტექნოლოგიური კომპანიების, ე.წ. ფინტექ სტარტაპების ჩართვა და ამ გზით ვუზრუნველყოთ მომხმარებლისთვის მომსახურების მრავალფეროვანი არჩევანის შეთავაზება. მინდა მივულოცო გამარჯვებულ გუნდს და წარმატება ვუსურვო ჰაკათონის ყველა მონაწილეს“,- განაცხადა საქართველოს ბანკის ელექტრონული საბანკო ინოვაციების მენეჯერმა, გიორგი კინწურაშვილმა.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკი აქტიურად არის ჩართული „ინიციატივა 5.0“-ში და BTU-სთან თანამშრომლობის ფარგლებში ასევე ახორციელებს ბიზნესის ადმინისტრირება/ფინანსების საბაკალავრო პროგრამის ფინტექ მოდულის განახლებასა და ახალი კომპონენტების ჩაშენებას.

ზაალ ანჯაფარიძე - ოპოზიციის მიერ დანიელსონის დოკუმენტის რევიზიის მცდელობა მათი კიდევ ერთი უგუნური შეცდომა იქნება, ამ შემთხვევაში, ოპოზიციას დასავლეთის მხარდაჭერის იმედი ნაკლებად შეიძლება ჰქონდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2021
არასტანდარტულ დროში არაკონვენციური გადაწყვეტის როლზე: საქმე ხელშესახები შედეგის მისაღწევად
„ლისი დეველოპმენტისა“ და ჰოლანდიური განვითარების ბანკ - FMO-ს შორის 10-წლიანი წარმატებული თანამშრომლობა დასასრულს მიუახლოვდა
ფინკა ბანკი - ექსკლუზიური პირობები ფერმერებს აგრო სესხებზე
„ხალიკ ბანკი საქართველოს“ გრძელვადიანი რეიტინგის მაჩვენებელი BB დონიდან BB+ დონემდე გაუმჯობესდა
საგაზაფხულო შეთავაზება პროექტისგან “მოედანი“
კრიპტალზე ვიზა და მასტერქარდის გამოყენებით ლარის განაღდება უფასო გახდა
ლიბერთისა და ნიუ ვიჟენის პარტნიორობა - აგრო დაზღვევის ახალი სერვისი ფერმერებისთვის
„ტერასა რეზორთ ბაკურიანის“ განსაკუთრებული შეთავაზება აპარტამენტებზე 30 აპრილამდე გრძელდება
სილქნეტმა ინტერნეტ სიჩქარის ტესტირების ჯილდო მსოფლიოში აღიარებული მონაცემთა ტესტირებისა და ანალიტიკის კომპანია Ookla - ოკლასგან მიიღო