ირაკლი ღარიბაშვილი ევროკომისიის აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტს, ვალდის დომბროვსკისს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროკომისიის აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტს, ევროკომისარს ვაჭრობის საკითხებში, ვალდის დომბროვსკისს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, ევროკომისიაში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების(DCFTA) განხორციელების პროცესში მიღწეულ პროგრესს.

მათი ინფორმაციით, ხაზი გაესვა ევროკავშირთან უფრო ღრმა ეკონომიკური და სექტორული ინტეგრაციისა და DCFTA-ის შესაძლებლობების სრულად ათვისების მნიშვნელობას.

„მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველო კიდევ უფრო გააძლიერებს ძალისხმევას იმ ამბიციური მიზნის მისაღწევად, რასაც ევროკავშირის ერთიან ბაზარზე ეტაპობრივი და სრული წვდომა ჰქვია.

ყურადღება დაეთმო პანდემიის გამო შექმნილ გამოწვევებს, მათ შორის ეკონომიკური მიმართულებით. აღინიშნა, რომ COVID-19-მა უარყოფითი გავლენა მოახდინა სავაჭრო ბრუნვაზე, რომლის პანდემიამდელ მაჩვენებლებზე დაბრუნება უმნიშვნელოვანესი ამოცანაა.

პრემიერის განცხადებით, პოსტპანდემიურ ეტაპზე, სწრაფი ეკონომიკური აღდგენა, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ხელშეწყობა და ვაჭრობის დივერსიფიცირება მთავრობის ძირითადი პრიორიტეტებია და ამ პროცესში პარტნიორი სახელმწიფოების მხარდაჭერას დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ხაზგასმით აღინიშნა საქართველოში არსებული ხელსაყრელი ბიზნესგარემო და საინვესტიციო შესაძლებლობები. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა მიესალმება ევროპელ ინვესტორებს და მზად არის, ხელი შეუწყოს მათ საქართველოში ბიზნესის წარმოებასა და განვითარებაში.

საუბარი შეეხო საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს სტრუქტურული რეფორმების განხორციელების, მათ შორის კაპიტალის ბაზრის რეფორმის მიმართულებით, რაც ქვეყანაში არსებული ბიზნესგარემოს კიდევ უფრო გაუმჯობესებას და კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ზრდას ემსახურება", -აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა