ჯო ბაიდენი მიიჩნევს, რომ ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორი უნდა გადადგეს, თუ სექსუალურ გადაცდომებთან დაკავშირებით მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები სიმართლეა

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორი ენდრიუ კუომო თანამდებობიდან უნდა გადადგეს, თუ გამოძიება სექსუალური ხასიათის გადაცდომებთან დაკავშირებით მის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებს დაადასტურებს.

„უნდა ჩავთვალოთ, რომ ქალი სიმართლეს ამბობს და ის განტევების ვაცი და მსხვერპლი არ უნდა გახდეს იმის გამო, რომ ინფორმაცია გააჟღერა. უნდა ჩატარდეს გამოძიება იმის დასადგენად, არის თუ არა მისი ნათქვამი სიმართლე“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა.

სექსუალური ხასიათის გადაცდომებში ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორს რამდენიმე ქალი ადანაშაულებს. აღნიშნულის გამო, რამდენიმე დღის წინ სენატორებმა, ჩაკ შუმერმა და კირსტენ ჯილიბრენდმა კუომოს გადადგომისკენ მოუწოდეს.

გასულ კვირას ნიუ-იორკის შტატის გენერალურმა პროკურორმა ლეტიტია ჯეიმსმა დაასახელა გუნდი, რომელიც კუომოს წინააღმდეგ ბრალდებებს გამოიძიებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა