შსს-მ  ნახევარი კილოგრამი "ჰეროინი" ამოიღო, დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავა. როგროც „ინტერპრესნიუსს“ უწყებიდან აცნობეს, სამართალდამცველებმა, დაკავებულის დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ნახევარ კილომდე ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ ამოიღეს.

მათივე ცნობით, დანაშაული 8- დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1978 წელს დაბადებული ვ.ა. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა, დაკავებულის დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ნახევარ კილომდე ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ ამოიღეს.

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა