გურამ მაჭარაშვილი -  თუ კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე ელისო ბოლქვაძის კანდიდატურა დადგება, ჩვენ მხარს დავუჭერთ

თუკი კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე ელისო ბოლქვაძის კანდიდატურა დადგება, ბუნებრივია, რომ ჩვენ მას მხარს დავუჭერთ,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, თავმჯდომარის თანამდებობაზე კანდიდატი მას შემდეგ დასახელდება, რაც კომიტეტის კვოტები შეივსება.

"თავმჯდომარის დასახელებას რაც შეეხება, ეს მოხდება მას შემდეგ რაც შეივსება კვოტა, ანუ რაოდენობა იქნება ნახევარზე მეტი, რაც დადგენდება საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ, ამის შემდგომ მოხდება თავმჯდომარის წარდგენა და ბიუროს მეშვეობით უკვე სესიაზე კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის დამტკიცება. რაც შეეხება კანდიდატურებს, როგორც ელისო ბოლქვაძემ აღნიშნა, ერთ-ერთი მისი კანდიდატურაც არის. თუკი დადგება მისი კანდიდატურა, ბუნებრივია, რომ ჩვენ მას მხარს დავუჭერთ,"- განაცხადა მაჭარაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა