მარინა კალიურანდი - ვემხრობი და ვეყრდნობი ODIHR-ის შეფასებას, რომ არჩევნები იყო სამართლიანი და დემოკრატიული, მიუხედავად გარკვეული ხარვეზებისა, წერტილი

რა თქმა უნდა, ორივე მხარე უნდა წავიდეს კომპრომისზე. სამწუხაროა, რომ ევროპარლამენტმა ვერ მიიღო მონაწილეობა არჩევნების მონიტორინგის მისიაში, მაგრამ მე ვემხრობი და ვეყრდნობი ODIHR-ის შეფასებას, რომ არჩევნები იყო სამართლიანი და დემოკრატიული, მიუხედავად გარკვეული ხარვეზებისა, წერტილი, - ამის შესახებ ევროპარლამენტის სამხრეთ კავკასიის დელეგაციის ხელმძღვანელმა მარინა კალიურანდმა განაცხადა.

მისივე თქმით, ქართველმა ხალხმა გამოხატა ნება და მიანიჭა მანდატი კონკრეტულ პოლიტიკოსებს, რათა ისინი შევიდნენ პარლამენტში, აიღონ თავიანთი მანდატები და იმუშაონ ქართველი ხალხის სასარგებლოდ.

„ქართველმა ხალხმა გამოხატა თავისი ნება და მიანიჭა მანდატი კონკრეტულ პოლიტიკოსებს „ქართული ოცნებიდან“, „ნაციონალური მოძრაობიდან“ და სხვა პარტიებიდან, რომ ისინი შევიდნენ პარლამენტში, აიღონ თავიანთი მანდატები და იმუშაონ ქართველი ხალხის სასარგებლოდ”, - განაცხადა მარინა კალიურანდმა.

აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა