ზურაბ ჯაფარიძე - ის ფაქტი, რომ მომლაპარაკებლებმა გადაწყვიტეს ერთად დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან, შეიძლება ვარაუდის დონეზე გულისხმობდეს იმას, რომ მათ შეძლეს პოზიციების დაახლოება

ის ფაქტი, რომ დღეს იქნება გაერთიანებული შეხვედრა, რომელსაც ოპოზიციასთან ერთად „ქართული ოცნებაც“ დაესწრება, ეს შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ მომლაპარაკებლებმა შეძლეს პოზიციების დაახლოება და გადაწყვიტეს, რომ მაგიდასთან ერთად დაგვსხან, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „გირჩი - მეტი თავისუფლებას“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ, ევროპის საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის მედიატორობით, „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა.

მისივე თქმით, ის მოვლენების ნებისმიერი სცენარით განვითარებას ელოდება.

„ერთი ვიცი, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებიც დაესწრებიან ამ შეხვედრას. ის ფაქტი, რომ მომლაპარაკებლებმა გადაწყვიტეს ერთად დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან, ოპოზიცია და „ქართული ოცნება“, შეიძლება ვარაუდის დონეზე გულისხმობდეს იმას, რომ მათ შეძლეს პოზიციების დაახლოება. ეს შეიძლება იყოს ოპტიმიზმის საფუძველი. შეიძლება ეს ამის ნიშანი იყოს. ღარიბაშვილისა და კობახიძის საჯარო განცხადებები არაფერს ნიშნავს, მთავარია რა ხდება მოლაპარაკების მაგიდასთან, ამიტომ, აქ რაც მოხდება, ეგ იქნება მნიშვნელოვანი და მნიშვნელოვანია რა ხდებოდა ბრიუსელში, რაზეც ინფორმაცია არ გვაქვს. არცერთ მხარეს არ აქვს სრული ინფორმაცია, აქვთ მხოლოდ და მხოლოდ მომლაპარაკებლებს. გამიჭირდება კომენტარის გაკეთება იმაზე რა შეხვედრა იქნება და რა ფორმატი. ერთადერთი ვიცი, რომ „ოცნების“ წარმომადგენლებიც იქნებიან.

ნებისმიერ შემთხვევაში, ნებისმიერ ქვეყანაში, ნებისმიერ დროს, როცა არის ასეთი მასშტაბის პოლიტიკური კრიზისი, მთავარი პასუხისმგებელი არის ხელისუფლება ყოველთვის და ყველგან. ის ფაქტი, რომ დღეს იქნება გაერთიანებული შეხვედრა, რომელსაც ოპოზიციასთან ერთად „ოცნებაც“ დაესწრება, ეს შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ მომლაპარაკებლებმა შეძლეს პოზიციების დაახლოება და გადაწყვიტეს, რომ მაგიდასთან ერთად დაგვსხან“,- განაცხადა ჯაფარიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა