ირაკლი ღარიბაშვილმა და დევიდ მაკალისტერმა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება განიხილეს

საქართველო-ევროკავშირის სტრატეგიული პარტნიორობა, ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესი, ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება და მიმდინარე პოლიტიკური პროცესი იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერის შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მთავრობის მეთაურმა დევიდ მაკალისტერთან შეხვედრისას ყურადღება გაამახვილა ქვეყნის უმნიშვნელოვანეს გამოწვევაზე - ტერიტორიების ოკუპაციასა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე.

“საუბარი შეეხო ევროკავშირის თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის იმპლემენტაციის შესახებ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წლიურ ანგარიშს, რომელშიც შეფასებულია რუსეთის ქმედებები და საოკუპაციო პოლიტიკა. დევიდ მაკალისტერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროპარლამენტის მტკიცე მხარდაჭერა, როგორც საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ისე - ქვეყნის ევროინტეგრაციისა და დემოკრატიული განვითარებისადმი.

შეხვედრაზე ისაუბრეს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსა და ევროკავშირის მედიაციაზე დიალოგის პროცესში. კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი კომპრომისის მიღწევისა და პროცესების პარლამენტში გადატანის აუცილებლობას. აღინიშნა, რომ ევროკავშირის ჩართულობა დიალოგის პროცესში კიდევ ერთხელ ადასტურებს, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოში სტაბილურობა ევროპელი პარტნიორებისთვის”, - ნათქვამია მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა