არჩილ თალაკვაძე - მიხარია, რომ შეთანხმების ტექსტი საბოლოო ჯამში იღებს ისეთ სახეს, რომელიც უფრო სამართლიანად გამოხატავს პოზიციებს ყველა საკითხზე

მე მიხარია, რომ შეთანხმების ტექსტი საბოლოო ჯამში იღებს ისეთ სახეს, რომელიც უფრო სამართლიანად გამოხატავს პოზიციებს ყველა საკითხზე, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

თალაკვაძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ვადამდელი არჩევნების დანიშვნის საფუძველი არ არსებობს.

"პანდემიის მიუხედავად 2 მილიონამდე მოქალაქემ მიიღო არჩევნებში მონაწილეობა. შესაბამისად, ჩვენ მივიჩნევთ, რომ ყოველგვარი საფუძვლის გარეშე მოთხოვნის განხილვა არჩევნებთან დაკავშირებით, არის უსაფუძვლო და მე მიხარია, რომ შეთანხმების ტექსტი საბოლოო ჯამში იღებს ისეთ სახეს, რომელიც უფრო სამართლიანად გამოხატავს პოზიციებს ყველა საკითხზე. ვადამდელ არჩევნებზე ჩვენი პოზიცია იცით. არცერთ დემოკრატიაში საფუძვლის გარეშე ვადამდელი არჩევნები არ ხდება", - განაცხადა თალაკვაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა