არჩილ თალაკვაძე - კიდევ ერთხელ  ვადასტურებ სასამართლო რეფორმების განხორციელებაზე მზადყოფნას ჩვენი პოლიტიკური გუნდის მხრიდან

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, 2012 წელთან შედარებით, სასამართლო დღეს „ბევრად უფრო დამოუკიდებელი, გამჭვირვალე , ეფექტური და სამართლიანია“.

როგორც თალაკვაძე აცხადებს, აღნიშნულს ადასტურებს ისიც, რომ ევროსასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი სარჩელები 60%-ით შემცირდა.

„სასამართლო დღეს და 2012 წლის და მანამდე არსებულ სასამართლოსთან შედარებით, არის ბევრად უფრო დამოუკიდებელი, გამჭვირვალე და ეფექტური სამართლიანი გადაწყვეტილებების მიღების თვალსაზრისით. ამას ადასტურებს ის, რომ ჩვენი სასამართლოს საერთაშორისო შეფასებები გაუმჯობესებულია, ევროსასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი სარჩელები შემცირდა 60%-ით, რაც შეიძლება უხეშად პირდაპირ ასე გადავთარგმნოთ, რომ ჩვენი მოქალაქეები ქვეყანაში 60%-ით უფრო მეტად პოულობენ სამართალს და აღარ მიდიან ევროსასამართლოში. წინა ხელისუფლების პირობებში ეს იყო ზუსტად პირიქით. აქ ვერ პოულობდნენ სამართალს და მიდიოდნენ ევროსასამართლოში. ამას ემატება რეფორმების მე-4 ტალღა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში განახორციელა და ამას ემატება ჩვენი მზადყოფნა, რაც არაერთხელ დავადასტურეთ და ამ მოლაპარაკებებშიც დავადასტურეთ, რომ გავაგრძელოთ რეფორმები. არის კონკრეტული რეკომენდაციები და ჩვენ ამ რეკომენდაციების შესრულებაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა ავიღეთ და დღესაც შეგვიძლია, რომ ეს დავადასტუროთ, როცა შეთანხმება შედგება. სასამართლო ვითარდება სწორი მიმართულებით. თუ თქვენ მეტყვით მნიშვნელოვან საქმეებს, რომელიც შეიძლება სატესტო იყოს სასამართლოსთვის, მაგაზეც შემიძლია თქვენთან ერთად ვიმსჯელო, თუ სტატისტიკის არ გჯერათ. თუნდაც, გვახსოვს მედიასთან დაკავშირებული ძალიან ცნობილი საქმე, რაზეც სასამართლოს ორი წელი აკრიტიკებდნენ, ბოლოს აღმოჩნდა, რომ ქართულ სასამართლოს ჰქონდა სწორი გადაწყვეტილება მიღებული“, - განაცხადა თალაკვაძემ.

ამასთან, მან კიდევ ერთხელ დაადასტურა მმართველი გუნდის მზადყოფნა სასამართლოს რეფორმის განხორციელებასთან დაკავშირებით.

„კიდევ ერთხელ თქვენთან ერთად ვადასტურებ რეფორმების განხორციელებაზე მზადყოფნას ჩვენი პოლიტიკური გუნდის მხრიდან. იმედი მაქვს, რომ სწორედ ასეთი მნიშვნელოვანი საკითხების გარშემო შედგება პოლიტიკური შეთანხმება“, - განაცხადა თალაკვაძე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა